28 000-მდე ადამიანი კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს
28 ათასამდე ხელმოწერა აქვს პეტიციას, რომელიც კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს. მანიფესტის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიგი თევზაძეა და ამ დროისთვის მოთხოვნას 27 976 ხელმოწერა ფიქსირდება.
"ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში.
საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება", — აღნიშნულია მანიფესტის ტექსტში.
მანიფესტის ავტორების შეფასებით, ხელმომწერთა ეს რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს თავისუფლების და განვითარების შესაძლებლობის შეზღუდვა — მიმოსვლის თავისუფლებაში უმკაცრესი ჩარევა.
"მანიფესტზე ხელმომწერთა რაოდენობა და მათი შეგროვების ტემპი, ჩვენთვის უპირობოდ ნიშნავს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, შესაძლოა დაგვიანებულად, მაგრამ იმავე პოზიციას იზიარებენ", — აღნიშნავენ ავტორები.
ისინი საქართველოს მთავრობას, ხელმომწერი მოქალაქეების სახელით მიმართავენ, საკოორდინაციო საბჭოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანონ კომენდანტის საათის საკითხი და მათ მიერ შეთავაზებული მთავრობის დადგენილების ცვლილების პროექტი.
ამასთან, მანიფესტის ავტორები მოუწოდებენ პარლამენტს, გამოიყენოს გამოიყენოს მის ხელთ არსებული და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ასევე, დაიბარონ ჯანდაცვის მინისტრი და მოისმინონ მისი ახსნა-განმარტებები კომენდანტის საათის მოქმედების შესახებ, მოსმენაზე დასწრებისა და კითხვების დასმის საშუალება კი მანიფესტზე ხელმომწერ ადამიანებსაც მისცენ.
მანიფესტის ორგანიზატორები არიან: გიგი თევზაძე, გიორგი ჩიტიძე და თენგიზ თევზაძე.
- მანიფესტი იხილეთ აქ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები