ცესკოში სტრუქტურული რეორგანიზაცია სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ ნაჩქარევია — ISFED
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს. ISFED-ში ამბობენ, რომ ამას მოწმობს 5 მარტიდან 14 მაისის პერიოდში ორჯერ შეცვლილი რეგლამენტი და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.
ორგანიზაციაში რეორგანიზაციის პროცესზე ქრონოლოგიურად საუბრობენ და აცხადებენ, რომ 4 მარტს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდა იყო მითითებული. თუმცა, ISFED-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ისახავს მიზნად, პროცესი საყურადღებოა, რადგან ითვალისწინებდა ერთი მხრივ ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების ახლებურ გადანაწილებას.
მაშინდელი ცვლილებებით, ცესკოში უნდა ყოფილიყო 11 დეპარტამენტი, აქედან ორ თვეში კი, რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის შედეგადაც, 11 დეპარტამენტი 8-მდე შემცირდა. ამ ეტაპზე აღნიშნული დეპარტამენტებია:
- იურიდიული დეპარტამენტი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
- საფინანსო დეპარტამენტი;
- საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
- კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
- ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;
- საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი;
- ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი).
აღსანიშნავია, რომ დროის ამავე შუალედში, ორჯერ შეიცვალა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურების ოდენობა და ხარჯთაღრიცხვა.
ამასთან, 14 მაისს, რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობების ჩამონათვალს დაემატა ახალი პოზიციები, რომლებიც საარჩევნო პროცესების შესაბამის მიმართულებას უხელმძღვანელებენ — მონაცემთა მართვის მენეჯერი, ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი და საარჩევნო რეგისტრაციების მენეჯერი. ასევე, შტატების ჩამონათვალს დაემატა ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი. თუმცა, ჯერჯერობით არ არის ნათელი მათი კონკრეტული ფუნქციები.
სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ცესკოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციით თავიდანვე დაინტერესდნენ და საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის მიზნით უწყებისგან ინფორმაცია გამოითხოვეს, ასევე, დაინტერესდნენ საკადრო ცვლილებების საკითხით.
თუმცა, ISFED-ის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხი არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლებოდა.
"კერძოდ, ცესკოს 4 აპრილის წერილის თანახმად, "...ცესკოში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში განახლდა ცესკოს აპარატის ფუნქციები. სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს, საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას, რომელიც თავის თავში გულისხმობს საჯარო დაწესებულების ფუნქციების, სტრუქტურული ერთეულების და ადამიანური რესურსების ისეთ გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების მიერ თავისი ამოცანებისა და სტრატეგიული გეგმის ეფექტიანად და სრულყოფილად შესრულებას".
სამართლიანი არჩევნები მიუთითებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე და ამბობს, რომ რეორგანიზაცია არის კონკრეტული დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, მმართველობის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესი, რაც დაწესებულების ინსტიტუციურ მოწყობას ნაწილობრივ ან არსებითად ცვლის.
"რეორგანიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონკრეტული უწყების საქმიანობის გაუმჯობესებისა და გამოწვევების გადასაჭრელად, თუმცა მიმდინარე რეფორმის ფონზე გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მსგავსი პროცესის დაჩქარებული წესით განხორციელება ცესკოში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურ დაკომპლექტებას ეხება. ამასთან, დოკუმენტის ხელმოწერამდე, ქართული ოცნებისა და პარტია მოქალაქეები მემორანდუმის შედეგად, შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც. გარდა ამისა, დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაა. პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტიც, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და ა.შ.
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, მათივე თქმით, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არარსებობის პირობებში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ ფაქტორებისა და დროის გათვალისწინებით, ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები მიზანშეწონილი არ არის.
"ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე", — აცხადებენ ISFED-ში.
მათივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესსა და საკადრო ცვლილებებზე დაკვირვებას აგრძელებენ და საზოგადოებას დეტალურ ანალიზს წარუდგენენ.
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
კომენტარები