ამ უსაფრთხო და გემრიელი ტორტებით ოთხფეხა მეგობრებს დღესასწაულს შეუქმნით
მეგობრების ბედნიერება გადამდებია. სასიამოვნოა მათთვის საჩუქრის გაკეთების პროცესიც: იმის წარმოდგენისასაც კი გვეღიმება, როგორ ემოციებს გამოიწვევს ჩვენი სიურპრიზი და როგორ აცქმუტდებიან სიხარულისგან. ამიტომ საჩუქარსაც რუდუნებით ვარჩევთ და ვგეგმავთ.
ოთხფეხა მეგობრებთან ემოციებს ბონუსად ხტუნაობა, სახის ალოკვა, კრუტუნი და ოთახებში გაშმაგებული სირბილი მოჰყვება ხოლმე. ეს გულმხურვალე არსებები ჩვენგან უმცირეს დეტალებსაც კი ამჩნევენ ხოლმე, ამიტომ ყველა მზრუნველი პატრონისთვის მათი კეთილდღეობა მნიშვნელოვანია.
სწორედ ცხოველების სიყვარული დგას უსაყვარლესი სტარტაპის, Woof Woof Cakes-ის იდეის უკან — ესაა ის ადგილი, სადაც თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის სადღესასწაულო ტორტებს დაგიმზადებენ. პროექტის უკან ორი ადამიანი დგას: ინგა ჩომახიძე და მარიამ გუგუშვილი.
Woof Woof Cakes
ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო: ინგას ძაღლი, სახელად სემი მარტში 1 წლის ხდებოდა. ინგამ მარიამთან დაიჩივლა, რომ ოთხფეხა მეგობრისთვის ღირსეული დაბადების დღის აღნიშვნა უნდოდა, მაგრამ ჯანსაღ და ძაღლებზე მორგებულ ტორტს ვერსად პოულობდა. მაშინ დაებადა მარიამს იდეა, რომ თავად გამოეცხოთ ტორტი, სემისათვის უსაფრთხო ინგრედიენტებით.
"მას შემდეგ, რაც სემის დაბადების დღემ წარმატებით ჩაიარა და იუბილარს ტორტი ძალიან მოეწონა, ეს ყველაფერი ბიზნეს იდეაში გადაიზარდა. გვსურდა, სხვა პატრონებისთვისაც მიგვეცა საშუალება, გამოეხატათ ზრუნვა და სიყვარული თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ და აღენიშნათ მათი დაბადების დღე ისეთი ტორტით, რომელსაც ძაღლი ან კატა მიირთმევდა", — ამბობს მარიამ გუგუშვილი.
სტარტაპი აპრილიდან ონლაინ გამოჩნდა — ჯერ Facebook და Instagram გვერდებზე, შემდეგ კი შვილებისა და მათი მეგობრების დახმარებით, ვებგვერდიც შექმნეს. Woof Woof Cake-ის გამოჩენიდან სულ მალე პირველი ონლაინ შეკვეთები მიიღეს.
ტორტების უსაფრთხოება და მრავალფეროვნება
"სემის ტორტის გამოცხობიდან მალევე კონსულტაცია გავიარეთ ვეტერინართან, შევათანხმეთ რეცეპტები და უსაფრთხო ინგრედიენტები როგორც ძაღლებისთვის, ასევე კატებისთვის", — გვიყვებიან Woof Woof Cakes-ის შემქმნელები.
ტორტის შექმნისას მთავარი ამოსავალი წერტილი ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოებაა. იდეის ავტორები ამ პროცესს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ინგრედიენტებად იყენებენ ქათმის და საქონლის ხორცს, ბოსტნეულს და ა.შ.
"მაგალითად გოგრას, სტაფილოს, კარტოფილს, გარკვეულ რძის პროდუქტებს, ასევე ხილს, მაგრამ რა თქმა უნდა ყველას არა. ზოგიერთი ბოსტნეული და ხილი მავნებელიც შეიძლება იყოს ძაღლისთვის და კატისთვის".
ვუფ ვუფ ქეიქსის შემქმნელები რეცეპტებს ონლაინაც ნახულობენ, მაგრამ არასდროს გადმოაქვთ პირდაპირ, ყოველთვის ცდილობენ სიახლე შეიტანონ და გაამრავალფეროვნონ:
"ვცდილობთ მაქსიმალურად ინდივიდუალური იყოს თითოეული ტორტი და ისეთ ჯანსაღ ინგრედიენტებს შეიცავდეს, რომელიც ამა თუ იმ ცუგას ან ფისოს უყვარს. შესაბამისად, დიზაინიც და რეცეპტებიც შეიძლება ითქვას რომ ჩვენი შემოქმედებითი წვის შედეგია".
ინგა და მარიამი შეკვეთამდე ყოველთვის არკვევენ, კატას ან ძაღლს რამე ინგრედიენტზე ალერგია ხომ არ აქვს.
მომხმარებლების რეაქციები ცხოველებისთვის განკუთვნილ ტორტებზე
ინგა და მარიამი გვეუბნებიან, რომ შეფასებების მოსმენა მათი საქმიანობის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილია. პატრონები მათ ცხოველებისთვის საჩუქრის გაკეთებაში დახმარებაში მადლობას უხდიან:
"ყოველდღიურად ვგრძნობთ, როგორ უყვართ ადამიანებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრები, როგორ ზრუნავენ მათზე".
ხშირად ცხოველების პატრონები მათ სპეციალურ მითითებებს აძლევენ, რაც ძალიან სახალისო პროცესია:
"ძალიან სასაცილო დიალოგები იმართება ხოლმე ჩვენსა და კლიენტებს შორის. მაგალითად, ზოგს მხოლოდ ქათმის ხორცი უყვარს, ზოგს კი კარტოფილის პიურე არ მოსწონს, ან ძალიან მსუნაგია და დიეტაზე ბრძანდება, ან შეიძლება მუცლის შებერილობა აწუხებდეს".
იმის გამო, რომ ტორტები საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება და ცხოველებისთვის განკუთვნილი ტორტების ბიზნესი საქართველოში არც ისე გავრცელებულია, სოციალური ქსელების მომხმარებლებს ისინი ადამიანებისთვის განკუთვნილ ტკბილეულში ერევათ:
"ძალიან სახალისო ისტორიები გვაქვს ხოლმე. სანამ ორივე მხარე გავერკვევით რაზეა საუბარი, კლიენტი ითხოვს, რომ ტკბილი ტორტი დავუმზადოთ მარციპანით, ჩვენ კი კატეგორიულად ვუხსნით, რომ ტკბილს ვერაფრით დავუმზადებთ, მარციპანს საერთოდ არ ვიყენებთ და ა.შ."
Woof Woof Cakes სულ რამდენიმე თვეა რაც არსებობს, თუმცა ინგას და მარიამს მიუსაფარი ცხოველების საკითხი ძალიან აღელვებთ, ამიტომაც საქმიანობის დასაწყისიდანვე ჩართულნი არიან საქველმოქმედო საქმიანობებსა და აქციებში.
"გაყიდვებიდან შემოსული თანხის გარკვეულ ნაწილსაც ვრიცხავთ მათ დასახმარებლად და ჩვენი ტორტებითაც ვუმასპინძლდებით ხოლმე. მიგვაჩნია, რომ თითოეული ძაღლი და კატა, არ აქვს მნიშვნელობა ჯიშიანი თუ მეტისი, პატრონიანი თუ მიუსაფარი, იმსახურებს უსაფრთხო, ღირსეულ და მზრუნველ პირობებში ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ ნებისმიერ აქციას თუ წამოწყებას, რომელიც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული და დიდი სიხარულით ვერთვებით", — აცხადებენ ცხოველების საყვარელი სტარტაპის შემქმნელები.
ასე რომ, თუ ერთდროულად თქვენი ოთხფეხა მეგობრების გახარებაც გსურთ და მიუსაფარი ცუგებიც არ გავიწყდებათ, Woof Woof-ის უსაფრთხო და გემრიელ ტორტებს შეგიძლიათ მიმართოთ.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები