იემენის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი ავტომობილში ააფეთქა, გარდაცვლილია 10 ადამიანი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. აფეთქება მუსლიმური სამყაროს წმინდა დღესასწაულს დაემთხვა, ისინი ერთთვიანი მარხვის, რამადანის დასრულებას აღნიშვნავენ.

ოფიციალური წარმომადგენლები სააგენტო AP-სთან ანონიმურად აცხადებენ, რომ აფეთქების არეალში მოყვა ცენტრალური უსაფრთხოების სამმართველოს მიმდებარე აეროპორტი, სადაც სამხედროები და სასწრაფო დახმარების მანქანები მაშინვე მივიდნენ. მათი თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.