დმანისში ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი იყო. როგორც მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

On.ge მომხდართან დაკავშირებით დმანისის მერს, გიორგი ტატუაშვილს დაუკავშირდა. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა და თქვა, რომ კონფლიქტი, დაახლოებით, 8 საათის წინ დასრულდა.

"ჩხუბი იყო ჩვეულებრივი ახალაგზრდებში, სამწუხარო ამბავი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინიტრო ახორციელებს და ყველაფერს რასაც დაადგენს, იმ კამერების ჩანაწერებით ვისი იდენტიფიცირებაც მოხდება, პასუხისგებაშიც მიეცემიან ის ადამიანები", — თქვა მან.

ამ ეტაპზე დაპირისპირების მიზეზი და სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.