საქართველოს ბანკმა პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის — Meliora 2020-ის ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის — Meliora 2021- ის ჯილდო მოიპოვა.
ამ კატეგორიაში ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, რომლებიც მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებსა და მთლიანად საზოგადოებას ეხმარებიან COVID-19-ის კრიზისთან გამკლავებაში.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის charte.ge-ს მხარდაჭერა, Zoom Education, წიგნის თარო. სწორედ ამ პროექტების მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის, ბანკმა მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში "განათლების მხარდაჭერა ონლაინ სწავლების პერიოდში".
პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, რომლებსაც არ ქონდათ ინტერნეტი, Charte.ge-სთან ერთად ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ბანკმა მათ მთელი წლის ინტერნეტის საფასური დაუფარა. შედეგად, ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლის პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება.
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ ლექციების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ბანკმა Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა და გადასცა უნივერსიტეტს. შედეგად, ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 68 912 შეხვედრა (ლექცია, სემინარი, ვორქშოფი).
პანდემიის დროს, საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა წიგნის თაროსთან თანამშრომლობით არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შექმნა. პროექტი იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს. წიგნის თაროს ონლაინ სკოლა სამ სეზონად დაიყო და ის ახლაც გრძელდება. მასში 1 383 მოსწავლე აქტიურად არის ჩართული.
ჯამში, პანდემიის დროს, საქართველოს ბანკის მიერ დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტებით უკვე 25 000-მდე სტუდენტმა და მოსწავლემ ისარგებლა.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
Meliora საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება.
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
კომენტარები