10 მიზეზი, თუ რატომაა მოანა დისნეის ერთ-ერთი საუკეთესო პრინცესა
დისნეის უამრავი მულტფილმი აქვს შექმნილი, რომელთა ჯადოსნურ ისტორიებზე არაერთი თაობა გაიზარდა. ანიმაციების ზღაპრული სამყაროდან ბევრ გამორჩეულ, საინტერესო და დასამახსოვრებელ გმირს ვიცნობთ, რომლებმაც ყველა ასაკის მაყურებელს შეაყვარეს თავი.
ყველასთვის განსაკუთრებით კარგად ცნობილია დისნეის პრინცესები, თუმცა მათ შორის იშვიათად საუბრობენ ხოლმე მოანაზე.
სწორედ ამის გამო, ამ სტატიაში ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ მოანა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრინცესაა, რომელიც ჩვენგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.
1. მოანას გადასარჩენად პრინცი არ სჭირდება
დისნეის ისეთ ცნობილ პრინცესებს, როგორებიც კონკია და ფიფქია არიან, პრინცი გადაარჩენთ. არიელი საერთოდ უარს ამბობს თავის იდენტობაზე სიყვარულის გამო. მულანი, მართალია, ძლიერი პერსონაჟია, თუმცა მისი ამბავი ბოლოს მაინც სიყვარულის პოვნით გვირგვინდება. აი, მოანას ამბავში კი სასიყვარულო ობიექტს არც კი ვხვდებით და მთლიანად მის დამოუკიდებელ თავგადასავალს ვეცნობით.
2. ის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იპოვოს თავდაჯერება გმირმა ქალმა
მართალია, მამამისი წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მან გულის ხმას მოუსმინა, არ შეუშინდა დაბრკოლებებს და დასახული მიზნის მისაღწევად ყველა ეჭვს აქცია ზურგი.
3. მისი სხეულის ფორმები გაცილებით რეალისტურია
დისნეის პრინცესების უმეტესობა ზედმეტად ნაზი, გამხდარი და სიფრიფანაა. მოანას სხეული კი სილამაზის მავნე სტანდარტებს უფრო ეწინააღმდეგება და გაცილებით ბუნებრივ პროპორციებს გვაჩვენებს.
4. ის შეგვახსენებს, რომ მოხუცებს პატივი უნდა ვცეთ
დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც ასაკის მატების ირაციონალურად ეშინიათ, სხვა უამრავ კულტურაში მოხუცებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ, რადგან ისინი დაგროვილი სიბრძნის წყაროდ ითვლებიან. სწორედ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ანიმაცია მოანაც.
5. მოანა ძალისხმევას არ იშურებს, რომ ცოდნა შეიძინოს
დისნეის ბევრ პერსონაჟს თანდაყოლილი უნარები აქვს, თუმცა მოანა ნელ-ნელა ვითარდება, რომ მიზანს მიაღწიოს: თავიდან არც კი იცის, როგორ უნდა გაცუროს ზღვაში, მაგრამ მაუის ინსტრუქციებს ყურადღებით უგდებს ყურს და მუყაითად სწავლობს კიდეც.
6. ის კეთილი, დიდსულოვანი და მამაცია
როცა ჯერ კიდევ სულ პატარა ბავშვი ცდილობს, რომ კუ ფრინველების ლუკმად გახდომას გადაარჩინოს და ოკეანემდე მიღწევაში დაეხმაროს, კარგად ჩანს, თუ როგორი კეთილშობილი პერსონაჟია. შემდეგ კი ის გამოწვევებს იმისთვის კი არ უპირისპირდება, რომ დიდება და სახელი მოიხვეჭოს, არამედ თავისი ხალხის გადარჩენა სურს.
7. ის საუკეთესო მეგობარია
მართალია, მაუი თავდაპირველად მოანას ძალიან უხეშად ექცევა, თუმცა მოანა მასთან დამეგობრებას ახერხებს, მეტიც — საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის დაბრუნებაშიც კი დაეხმარება. კარგი მეგობარი სწორედ რომ ასეთ გავლენას უნდა ახდენდეს სხვებზე.
8. ის აფასებს თავისი ხალხის ისტორიას და გამოცდილებიდან სწავლობს
ანიმაცია პოლინეზიური ლეგენდების მიხედვით შეიქმნა და როგორც მთავარი პერსონაჟის სახის შექმნისას, ისე მისი შემდგომი ისტორიის განვითარებისასაც აქტიურადაა გამოყენებული კულტურული ელემენტები.
9. მოანა კი არ კლავს ანტაგონისტს, არამედ ეხმარება მას
როგორც წესი, კეთილი პერსონაჟი ანადგურებს ბოროტს საბოლოო შერკინებისას, თუმცა არა მოანა: ის ერთი შეხედვით შემზარავი ურჩხულის მიმართაც კი იჩენს თანაგრძნობას და ეხმარება, რომ ძველი სახე დაიბრუნოს.
10. მოანა უფრთხილდება დედაბუნებას
დღეს, როცა კლიმატის ცვლილება მთელი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, ეს გზავნილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და საყურადღებოა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები