26 მაისის აღსანიშნავად 5 დღით თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.
ტრანსპორტია მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე იქნება შესაძლებელი. ასევე, გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სრულად შეიზღუდება.
მერიის ცნობით, 26 მაისს 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა მოძრაობა ჭანტურიას ქუჩამდე იქნება დასაშვები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც შეზღუდული იქნება.
აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები — N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები — N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე (პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდებიან, რომლის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.
ავტობუსები — N31, N37, N46, N301 და N345, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდგომ მათთვის დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.
N2, N31, N72, N120, N133, N137 და N170 მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და შემდეგ, მეტროსადგურ რუსთაველამდე თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან, საიდანაც უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ.
ავტობუსები - N50, N71 და N344, ასევე, მიკროავტობუსები - N10, N140, N149 და N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ.
ავტობუსები — N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ.
ავტობუსები — N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრთა მომსახურებას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ; მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას ასევე, ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებს.
რაც შეეხება N124 მარშრუტს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდგომ კი სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ რუსთაველამდე ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს; მიკროავტობუსი N4, ბარათაშვილის ხიდიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს, ჯავახიშვილის, კოსტავას, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩებით ისარგებლებს. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებს და კოსტავას, ჯავახიშვილის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები