"უპატივცემულობა", "გამასხარავება" — როგორ შეაფასეს საქართველოს მონაწილეობა ევროვიზია 2021-ზე
საქართველო წლევანდელ ევროვიზიას გამოეთიშა, თუმცა, ამით ქვეყნის კონკურსზე მონაწილეობის გარშემო ხმაური არ დასრულებულა.
ევროვიზია 2021-ის მეორე ნახევარფინალის შემდეგ სოციალურ ქსელებში განსახილველ თემად იქცა არა მხოლოდ ქვეყნის ზედიზედ მეოთხე წარუმატებელი მცდელობა, არამედ სხვა ქვეყნების კომენტატორების მიერ გაკეთებული განცხადებები. ყურადღების ცენტრში მოექცა შვედეთის მაუწყებლის პირდაპირი ტრანსლაციის დროს, საქართველოს წარმომადგენლის სცენაზე გამოსვლამდე შვედი კომენტატორების — ედვარდ აფ სილენისა და კრისტერ ბიორკმანის — მიერ გაკეთებული შესავალი.
"საიდან მოდის სახელი Georgien (შვ. საქართველო), განხილვის საკითხია, მაგრამ, რამდენადაც მე გავიგე, სავარაუდოდ, ეს სიტყვა სპარსულად მგელს ნიშნავს. ქართული ენა უნიკალურ ანბანს გამოიყენებს, რომლითაც მის გარდა სხვა არცერთი ენა არ სარგებლობს... როგორც ხედავთ, ქართველი შემსრულებლის შესახებ ბევრი არაფერია სათქმელი.
იგი როკმომღერალია, რომელმაც ქვეყნის X ფაქტორში გაიმარჯვა. აქ კი, როტერდამში, მეტად უცნაური კვირა ჰქონდა. თითქოს, აქ ყოფნა არც სურდა. რეპეტიციების დროს სცენაზე აქეთ-იქით დააბოტებდა და ხუმრობით თავის სიმღერას უცნაური ხმაში ასრულებდა. არათავაზიანი იყო ჟურნალისტების მიმართაც. გულწრფელად რომ ვთქვათ, წელს იგი ძილისმომგვრელი ბალადით წარდგება, რომლის ტექსტიც ასეთია: 'შენი, შენი ხმის გაგონება მსურს'".
შვედი კომენტატორი ერთადერთი არაა, ვინც საქართველოს წარმომადგენლის უცნაურ ქცევაზე გაამახვილა ყურადღება. თორნიკე ყიფიანის პირველი რეპეტიციის შემდეგ, რომელსაც პრესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათი დიდი ნაწილი უკმაყოფილო და შეურაცხყოფილიც კი დარჩა.
INFE Greece-ის ცნობით, ჟურნალისტების ნაწილმა თორნიკე ყიფიანის ქცევა უპატივცემულობად მიიჩნია.
"მესამე მცდელობისას მან რეპეტიციის გამასხარავება გადაწყვიტა, ხან ოქტავით დაბლა მღეროდა, ხანაც — ოქტავით მაღლა, ზოგჯერ, საერთოდ უაზრობას ბუტბუტებდა. რამდენიმე ჟურნალისტს ეს 'საყვარლობად' ეჩვენა, თუმცა, დანარჩენები გაღიზიანდნენ და ამგვარი ქცევა კონკურსისადმი უპატივცემულობად შეაფასეს. განსაკუთრებით, გასულ თვეებში მიღებული ასობით უარყოფითი კომენტარის შემდეგ, საქართველოს მიზანი პატივისცემის მოპოვება უნდა ყოფილიყო. კომენტარს არ გავაკეთებთ..."
"ასობით უარყოფით კომენტარში" მარტში განვითარებული მოვლენები იგულისხმება, როცა საკონკურსო სიმღერისადმი გამოთქმული უარყოფითი შეფასებების შემდეგ, თორნიკე ყიფიანმა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კონკურსს "კურკლშოუ" უწოდა, სიმღერის კრიტიკოსების მიმართ კი შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა. ამ ფაქტის მერე ევროვიზიის ქართველმა და უცხოელმა გულშემატკივრებმა კონკურსანტის დისკვალიფიკაცია მოითხოვეს და პეტიციაც კი შექმნეს.
INFE Greece-ის გარდა საქართველოს რეპეტიციას უარყოფითად გამოეხმაურნენ ევროვიზიის მიმომხილველი სხვა გამოცემებიც. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინჟურნალი, Wiwibloggs. შენიშვნები მსგავსი იყო: მომღერალი გამიზნულად იწვრილებდა ან იბოხებდა ხმას, "თითქოს ჰელოუინზე ყოფილიყო". ჟურნალისტების თქმით, ამგვარად ყიფიანი, შესაძლოა, აუდიტორიის "გამასხარავებას" ცდილობდა, ან — მათ დაცინვას, ვინც სცენაზე მაღალი ნოტების აღება სცადა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ადგილი დაიკავა საქართველომ ნახევარფინალურ ტურში, სადაც 17 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. კონკურსის საბოლოო შედეგები კვირას, ფინალის შემდეგ გამოქვეყნდება.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021 გრძელდება. შაბათს, 22 მაისს კონკურსის გრანდიოზული ფინალი გაიმართება, სადაც რიგით 65-ე ევროვიზიის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ.
საქართველო საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს. ამ დრომდე ქვეყნის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 და 2011 წლებში დაიკავეს საქართველოს მაშინდელმა წარმომადგენლებმა: სოფო ნიჟარაძემ და ჯგუფმა Eldrine-მა.
ბოლოს ქვეყანამ ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლა 2016 წელს მოახერხა, როცა სტოკჰოლმში გამართულ კონკურსზე საქართველო ნიკა კოჩაროვმა და Young Georgian Lolitaz-მა წარადგინეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები