ანაზღაურება არ არის იმდენი, რაც შრომა გვიწევს — ნაბეღლავის თანამშრომლებიც გაიფიცნენ
სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, თბილისში, ქუთაისსა და ჩოხატაურში მინერალური წყლის, ნაბეღლავის თანამშრომლები გაიფიცნენ. კომპანიის მძღოლებისა და დისტრიბუტორების პროტესტს უკვე ქარხანაში დასაქმებულებიც შეუერთდნენ.
"დილის 10 საათიდან რომ დავიწყებთ [მუშაობას] შეიძლება ვიმუშაოთ გადაბმულად 36 საათი, 10 ან 24 საათი... ვითხოვთ ჩვეულებრივ 8 საათიან სამუშაო გრაფიკს. თუკი არ დაკმაყოფილება მოთხოვნები და გადამეტებულ საათს ვიმუშავებთ, განსხვავება იყოს დღის და ღამის. ხელფასი იყოს ნორმალური, როგორც არის სხვა ქარხნებში", — ამბობს კომპანია ნაბეღლავის თანამშრომელი, ტარიელ ანთიძე რუსთავი 2-თან.
"ანაზღაურება არ არის იმდენი, რაც შრომა გვიწევს. ხან 24 საათი ვარ და ხან მეტი კიდევ, გადაბმული მუშაობაა... ყველა ვინც აქ დგას, მაღაზიებში ნისიები აქვთ. ვერ აკმაყოფილებს ხალხი ოჯახს. პური რომ შევიტანოთ სახლში, ზოგჯერ იმის ფულიც არ გვაქვს", — ამბობს ნაბეღლავის კიდევ ერთი თანამშრომელი, მოსე კალანდაძე.
კომპანიის ხელმძღვანელმა მედიასთან თანამშრომლებთან მოლაპარაკებების მზადყოფნა გამოთქვა.
"შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ აპრილის თვიდან ხელფასების მატება გვქონდა პოზიციების მიხედვით, დაახლოებით, 15-20%-ით, მაგრამ დღეს მოხდა ასეთი რაღაცა სპონტანურად, საერთოდ რომ არ ველოდით, მოითხოვეს კიდევ ხელფასის მატება. შევთავაზე, რომ დაველაპარაკებოდი ხელმძღვანელობას და განვიხილავდით ამ საკითხს, მაგრამ თანამშრომელთა ნაწილმა მიატოვა სამუშაო პოზიციები და დატოვეს ქარხნის ტერიტორია", — განაცხადა ქარხნის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ნაბეღლავის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან თბილისში.
მეოთხე დღეა გაფიცულები არიან ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებიც. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები