დიპლომატები ქართულ ოცნებას პასუხისმგებლობებს ახსენებენ და მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ
საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შეახსენეს. კერძოდ, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. მათი განცხადებით, ეს აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.
დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის საქმეში მკაცრი პირობაა მართლმსაჯულების რეფორმა. ასევე, აცხადებენ, რომ შეთანხმების სულისკვეთება დაცულად ჩაითვლება, თუ ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე იქნება მიღებული.
გთავაზობთ ტექსტს:
ძვირფასონ ბატონო კუჭავა
გვსურს დავიწყოთ იმით, რომ მივესალმებით, თქვენს როლს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საკითხში ოპოზიციის ჩართულობის კუთხით. თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია.
შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას გაატარებენ. პარტიები შეთანხმდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს შეაჩერებენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურებების, დისციპლინური ზომებისა და აპელაციების კუთხით რეფორმას გაატარებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ისინი მართლმსაჯულების რეფორმის გატარების ინკლუზიურ პროცესზეც შეთანხმდნენ. მხარეები მიიღებენ საერთაშორისო დახმარებასა და რჩევებს ამ რეფორმების გატარებისთვის, განსაკუთრებით, მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში. ამავდროულად, იმ მოსამართლეების, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში ინიშნებიან.
19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პარლამენტს კანონმდებლობაში ცვლილებების პრიორიტეტების დასახვის საკითხში მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს ეხება.
მათი მიღების დროს შეიძლება საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაწეული რჩევები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც იყოს გათვალისწინებული.
ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის საქმეში ეს მკაცრი პირობაა.
შეთანხმების სულისკვეთება დაცულად ჩაითვლება, თუ ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე იქნება მიღებული.
როგორც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერება აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.
ჩვენის მხრივ, როგორც ეს შეთახნმებაში გათვალისწინებული, მზად ვართ, რჩევებითა და რეკომენდაციებით დაგეხმაროთ.
19 აპრილის შეთანხმების მონაწილე პარტიები ვალდებულებას იღებენ, კეთილსინდისიერად შეასრულონ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, მიიღონ ამბიციური სასამართლო რეფორმა, ფართო, ინკლუზიური პროცესით და მხარეების ჩართულობით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, დაიწყოს ინკლუზიური განხილვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას, შემოიღოს შეფასების გამჭვირვალე და ყოველმხრივი სისტემა მოსამართლეთა და სასამართლოში დასაქმებულთა დაწინაურება-გადაყვანისათვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამ დისკუსიაში ჩართული უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი და ოპოზიცია.
მადლობას გიხდით, რომ თქვენ, როგორც სპიკერმა 19 აპრილის შეთანხმებისადმი სულისკვეთება და ერთგულება შეინარჩუნეთ. თქვენი მცდელობებს, ჩართოთ პარლამენტის წევრები და ყველა მხარე დისკუსიებში, არსებითი მნიშვნელობა ექნება ხელშეკრულების სასამართლო ნაწილის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
წერილის მთავარი ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარეა, თუმცა ის გაეგზავნა სხვა პოლიტიკოსებსაც. კერძოდ: ირაკლი კობახიძეს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძეს, იაგო ხვიჩიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ფრიდონ ინჯიას, ალეკო ელისაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ნინო ქადაგიძეს.
შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმებაში წერია, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები