მათი იძულებით დაკავება მიუღებელია — საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკში თვითმფრინავის დაშვებაზე
"მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია", — მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბელარუსი აქტივისტის მხოლოდ დაკავებაზე. უწყების განცხადებაში არ არის ნახსენები აქტივისტი, ვის გამოც, ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის საერთაშორისო აეროპორტში იძულებით დასვეს.
"მივესალმებით Raynair-ის რეისის უსაფრთხო დაჯდომას მისი თავდაპირველ დანიშნულების ადგილას — ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით უნდა ისარგებლოს. მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია", — წერს საგარეო უწყება ტვიტერზე.
უცხოური მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეგრამ არხ ნექსთას თანადამფუძნებლის დასაკავებლად იმ თვითმფრინავის მინსკში დაშვება ბრძანა, სადაც ოპოზიციონერი აქტივისტი იმყოფებოდა. მედიების თანახმად, Ryainar-ის ათენი-ვილნიუსის რეისი ლუკაშენკომ გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. Reuters-ი წერს რომ, მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ლიტვამდე თითქმის მიაღწია, როდესაც მან მიმართულება ბელარუსის დედაქალაქისკენ შეიცვალა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
Ryanair-მა განაცხადა, რომ ეკიპაჟს ბელარუსმა [საჰაერო კონტროლის სამსახურმა] ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ აცნობა და უახლოესი აეროპორტის, მინსკის მიმართულებით გადამისამართება დაავალა.
პროტასევიჩის დაკავებას გამოეხმაურა ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია. მისმა მრჩეველმა ტვიტერზე დაწერა, რომ აქტივისტს ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება.
მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი აქტივისტი ბოლო პერიოდში ვილნიუსში ცხოვრობდა და ტიხანოვსკაიას გუნდის წევრი იყო. პროტასევიჩი ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ტერორისტების სიაში შეიყვანა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
აქტივისტის დაკავებაზე ლიეტუვამ ევროკავშირსა და NATO-ს რეაგირებისკენ მოუწოდა, გერმანიამ კი, მომხდარის დაუყოვნებელი განმარტება მოითხოვა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ბელარუსის ქმედება "ყოვლად მიუღებელია".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები