მანდატზე უარი ათქმევინეთ თქვენს ერთადერთ დეპუტატ ქალს — წილოსანი ხვიჩიას
პარლამენტში პარტია გირჩის სიით შესულ დეპუტატ სალომე მუჯირს დღეს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა, რის გამოც ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა გირჩი გააკრიტიკა. წილოსანმა პარტიის ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას მიმართა და აღნიშნა, რომ გირჩმა ერთადერთ დეპუტატ ქალს მანდატზე უარი "ათქმევინა".
"თქვენს იდეებს შორის, რაც უმრავლესობას არ მოგვწონს, ყველაზე ძალიან თქვენი ქალების მიმართ აგდებული მდგომარეობაა სავალალო. თქვენ ჩახსენით ყველა კანდიდატი სიიდან და უარი ათქმევინეთ თქვენს ერთადერთ დეპუტატ ქალს. ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა მსოფლიო შეთანხდა, რომ ქალების მონაწილეობის გზარდა საზოგადოების განვითარების უფრო მაღალ ხარისხს მიანიშნებს, რომ კვოტირების მექანიზმი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა იყო ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა, რაც ამ წლების მანძილზე გაგვიკეთებია", — განაცხადა წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, გირჩის ქმედებამ ის მავნე რეალობა დაანახათ, რომ კაცები წყვეტენ ქალი კანდიდატები როდის შეიყვანონ სიაში საკუთარი მიზნების მისაღწევად.
"ნამდვილად ვერ წარადგენდით ცესკოში სიას, რომ არ გყოლდოდათ ქალი კანდიდატები და შემდეგ თქვენ თვითონ წყვეტთ, როდის ჩახსნათ ეს სიები ან ათქმევინოთ უარი", — აღნიშნა დეპუტატმა.
წილოსანის მოსაზრებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერა ანა ნაცვლიშვილმა გამოუცხადა.
იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ამით პარტიამ ამომრჩევლების ნება შეასრულა და ამაში მეგობრები დაიხმარეს, რათა "იდიოტური" რეგულირებისთვის აევლოთ გვერდი.
"ის [სალომე მუჯირი] ჩვენ, მეგობრებს დაგვეხმარა ჩვენი მიზნის მიღწევაში, რომ თავი აგვერიდებინა იდიოტური რეგულირებებისთვის. იდიოტური რეგულირებებისთვის როგორც შინაარსით, ასევე, ტექნიკურად. ტექნიკურად იმიტომ, რომ თუ მართლა ამ კანონპროექტს წერდით პარლამენტის წევრები, ექსპერტები და ვიღაცები, რანაირად მოახერხეთ ისე, რომ გირჩს გვერდი აევლო და მიეღწია იმ მიზნისთვის, რაც თქვენ კანონშია არ ჩაგიდიათ", — განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, გირჩის ამომრჩევლებმა ჩამოაყალიბეს ათეული, ვისი ნახვა უნდოდათ საქართველოს პარლამენტში.
"ისინი არ შეურჩევიათ სქესის მიხედვით. ჩვენ, ჩვენი ამომერჩევლების ნება შევასრულეთ და მეგობრები დავიხმარეთ ამაში...
სალომე მუჯირი პარლამენტში გირჩის პროპორციული სიით მოხვდა. გირჩი პარტიულ სიებში გენდერულ კვოტირებას არ ეთანხმება და აცხადებდა, რომ სიაში ქალებს მხოლოდ ფორმალურად ჩასვამდა. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ გირჩმა პარტიული სიის ნაწილი ჩახსნა, მუჯირმა კი მანდატზე უარი თქვა. რის შემდეგაც მუჯირის ადგილმონაცვლე ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდება.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები