არმაზ ახვლედიანი

25 May. 2021, 13:15

დიდი გენერალი [კვინიტაძე] დაუბრუნდა საქართველოს და დიდი მეომრები დახვდნენ მას აქ, ქართულ მიწაში. მათ შორის ერთი, ყველასთვის ალბათ ცნობილი, არის შალვა ერისთავი, 24 წლის. ვერის პარკშია ის დაკრძალული. ახლა მე ვფიქრობ ჩემთვის და მინდა მხოლოდ ხმამაღლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრი — 24 წლის რომ გარდაიცვალა 1921-ის თებერვალში, მას რა მოეწონებოდა და რა არ მოეწონებოდა ჩემს საქციელში? "ჩემს" — ასე კონკრეტულად იმიტომ ვამბობ, რომ თავს უფლებას ვერც კი მივცემ, სხვაზე ვისაუბრო. შეიძლება სხვამ რამე დაინახოს, ამოიკითხოს.

აი, სადღეგრძელო მეთქი მოგახსენეთ. ხომ ვუსურვებთ ერთმანეთს საუკეთესოს სადღეგრძელოებში, მაგრამ გულით ვუსურვებთ? ხომ ბიბლიური ჭეშმარიტებაა, რომ იმას ნუ უსურვებ სხვას, რაც არ გინდა, რომ შენ გისურვონ გაგიკეთონ. მე მგონი, ძალიან მარტივია. ამ პრინციპით რომ ვცხოვრობდეთ ადამიანები, მაშინ ალბათ საქართველო დიდი ხანია აყვავებული იქნებოდა, წელში გამართული.

ისევ დავუბრუნდებოდი შალვა ერისთავს და ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე დიდ ქართველს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის, რომელიც თავისი სახელით და გვარითაა, მაგრამ ჩემთვის გაცოცხლებული შალვა ერისთავია. ეს არის მერაბ კოსტავა, ვისი დაბადების დღეცაა ხვალ. ხოდა, აი, ვეკითხები საკუთარ თავს, როცა ჩემს მშობლიურ ქალაქში, ბათუმში საუცხოო ბულვარი განადგურდა, ეს მოეწონებოდა ან ერთს, ან მეორეს? შემაქებდნენ, ამას რომ გაიგებდნენ? როცა ჩვენს მშობლიურ გურიაში, აჭარა-გურიის მთებში, ბახმარო და გომის მთა უმოწყალოდ განადგურდა უკვე პრაქტიკულად, ამას მოგვიწონებდნენ ისინი? ან იქნებ მოგვიწონებდნენ იმას, რომ ხვალ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია და ხელის გადაგრეხვით უნდა დაადასტუროს, რომ ისე იქნება, როგორც გვსურს. ნუთუ ამისთვის შეეწირა საუკეთესო ქართველთა დიდი ჯგუფი სამშობლოს? ნუთუ ამისთვის? ხო, დრო ამოიწურა...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში

ჩვენ შეძრული ვართ იმ სასტიკი ძალადობით, რაც თბილისში, უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მშვიდობიანი პროტესტანტების…