ბელარუსში ამჯერად ამტკიცებენ, რომ თვითმრინავში ბომბზე შეეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში ბომბის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიიდან მიიღეს. ლუკაშენკომ მინსკში საერთაშორისო თვითმფრინავის დასმასა და ჟურნალისტის დაკავებაზე პირველად ისაუბრა.
ამასთან, ორი დღის წინ ტრანსპორტის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არტემ სიკორსკიმ განაცხადა, რომ შეტყობინება ინგლისურ ენაზე ჰამასის სახელით მიიღეს.
ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
"როგორ უნდა მოვქცეულიყავით, მით უმეტეს ჩვენი ობიექტების დანაღმვის კასკადის ფონზე? თქვენ ბელარუსში ცხოვრობთ და იცოდეთ: რომ ყოველდღიურად "ნაღმავენ" ხან სკოლებს, ხან უნივერსიტეტებს, ხან წარმოებებს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ადეკვატურად ვმოქმედებთ", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, იგი ამტკიცებს, რომ გარე ძალები ცდილობენ ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი აწარმოონ.
23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი. საბოლოოდ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
მგზავრებს შორის ოპოზიციური ტელეგრამარხის Nexta-ს ხელმძღვანელი, რომან პროტასევიჩი, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. პროტასევიჩი და მისი შეყვარებული, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა აეროპორტში დააკავეს. შვიდსაათიანი დაკავების შემდეგ კი ლაინერი ვილნიუსში ჩავიდა.
ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა თვითმფრინავის დაშვება სწორედ პროტასევიჩის დაკავებას დაუკავშირა. ლიეტუვამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა ბელარუსის დატოვებისკენ და განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრციდან რეისების მიღებასა და გაგზავნას წყვეტს. ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას გეგმავს უკრაინა. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მათ შორის Air France-მა, airBaltic-მა, Wizz Air-მა და Lufthansa-მ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვეს.
დაკავებიდან თითქმის ერთი დღის თავზე ბელარუსის სახელმწიფო მედიებმა პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელეს, სადაც ის აცხადებდა, რომ აღიარებით ჩვენებას აძლევდა. ასევე, აცხადებდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მინსკის იზოლატორში იმყოფებოდა.
დასავლეთის შეფასებას არ იზიარებს რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების რეაქცია "გაკვირვებას იწვევს".
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები