"პირველი აქტი" — ემოციური რადიოსპექტაკლი დამოუკიდებლობის 103 წლის აღსანიშნავად
როგორ აისახა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება ამ ქვეყნის შვილების ყოველდღიურობაზე? რას ნიშნავს დამოუკიდებლობა? — ამ კითხვებზე პასუხის გაცემას რადიოსპექტაკლში "პირველი აქტი" 3 ხმა ცდილობს, რომელიც ისტორიულ ფაქტებსა და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მსმენელს დასამახსოვრებელ და ემოციურ წარმოდგენას სთავაზობს.
რადიოსპექტაკლი "პირველი აქტი" თიბისიმ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის აღსანიშნავად სპეციალურად მოწვეულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოამზადა. 1918 წლის 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა შედგა, რომელმაც ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. რადიოსპექტაკლის პრემიერაც თიბისისა და საბას ფეისბუქ გვერდებზე სიმბოლურად ზუსტად 103 წლის შემდეგ, 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე შედგა.
მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის რადიოსპექტაკლში მსახიობები — მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობენ. სწორედ მათი ხმების წყალობით ვმოგზაურობთ ჩვენს უახლოეს წარსულში. ტექსტში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა გაზეთებიდან: საქართველო, სახალხო საქმე, ალიონი, ერთობა. აგრეთვე, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის წიგნიდან ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი და ფრაგმენტები შემოქმედებითი ჯგუფის პირადი გამოცდილებიდან. ეს რადიოსპექტაკლს მეტ დამაჯერებლობას სძენს და მსმენელისთვის უფრო შთამბეჭდავსა და ემოციურს ხდის.
რადიოსპექტაკლში სამი ხმა წარსულის გარდა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მუდმივ პროცესზეც საუბრობს. სწორედ ამას უკავშირდება რადიოსპექტაკლის სახელიც — "პირველი აქტი", რომელიც თეატრალური დადგმის პირველ მოქმედებას გულისხმობს და იმის მანიშნებელია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი ჯერ არ შენარჩუნებულა. მისთვის ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს და ეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
რადიოსპექტაკლის მთავარი სათქმელისა და მიზნის, აგრეთვე, მასზე მუშაობის პროცესის შესახებ რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანს გავესაუბრეთ.
"ჩვენ ვცდილობდით, დამოუკიდებლობის შესახებ ერთგვარი გრძნობითი მეხსიერება შეგვექმნა, გამოგვეყანა ის სუბიექტური და ობიექტური გააზრებისგან და მოგვეძებნა საკუთარ თავში დამოუკიდებლობა, როგორც შეგრძნება: რას გრძნობს ადამიანი, როცა დამოუკიდებელია? ვეცადეთ, გაგვეანალიზებინა ის პასუხისმგებლობები და სირთულეები, ამავდროულად, ის ძალიან დიდი სიკეთე, რომელიც თან ახლავს დამოუკიდებლობას", — ამბობს მიხეილ ჩარკვიანი.
მიხეილ ჩარკვიანის თქმით, ისტორიული კონტექსტის პარალელურად, სპექტაკლში მსახიობებისა და სამუშაო ჯგუფის პირადი გამოცდილებაც მოხვდა, შესაბამისად, რადიოსპექტაკლი ისტორიული მოვლენის საკუთარ გრძნობებსა და განცდებში აღმოჩენას ემსახურება. რეჟისორის თქმით, მათი მიზანი მსმენელზე ემოციური ზეგავლენის მოხდენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზოგიერთ მათგანს რადიოსპექტაკლის ზუსტი შინაარსი არც დაამახსოვრდეს.
"ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო რადიოსპექტაკლზე მუშაობის და ძალიან საინტერესო იყო, როგორ უნდა გვქონოდა მაყურებელზე ზემოქმედება მათ ემოციურ მდგომარეობაზე წვდომა მხოლოდ ხმით, ვიზუალური გამოსახულების გარეშე", — ამბობს მიხეილ ჩარკვიანი სამუშაო პროცესის შესახებ.
თიბისი უკვე რამდენიმე წელია, 26 მაისის ისტორიის გადმოცემას სხვადასხვა ფორმით ცდილობს. ქვეყნის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის ახალგაზრდა თაობისთვის გასაცნობად თიბისი ტექნოლოგიებს იყენებს. წელს მათ რიცხვს რადიოსპექტაკლიც შეემატა.
"მიგვაჩნია, რომ რადიოსპექტაკლი ძალიან საინტერესო მხატვრული ნამუშევარი გამოვიდა. პირველი ლაივი სიმბოლურად 5 საათსა და 10 წუთზე გავუშვით, რადგან ამ დროს გამოაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობა, თუმცა ამ რადიოსპექტაკლის სხვადასხვა არხებით ჩვენებასაც ვაპირებთ და დიდი იმედი გვაქვს, ბევრი ადამიანისთვის იქნება საინტერესო. გარდა იმისა, რომ მოისმენენ და სიამოვნებას მიიღებენ როგორც მხატვრული ნაწარმოებისგან, ასევე ბევრ საინტერესო რამესაც გაიგებენ, რაც შეიძლება არ ახსოვთ ან აქამდე არ ცოდნიათ", — ამბობს საშა მაყაშვილი.
დამოუკიდებლობის დღისთვის შექმნილი რადიოსპექტაკლი ისტორიული ფაქტებისა და პირადი გრძნობებისა და განცდების ემოციური ნაზავია, რომელიც ნებისმიერ მსმენელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები