გოლეთიანი: დავდებთ ჩვენს ფინანსებს და ვინც დაიწყო ეს ლაპარაკი, თავადაც გაასაჯაროვონ საიდან ფინანსდებიან
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდეგის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თავიანთ ფინანსებს გაასაჯაროებენ, რის შემდეგაც მოუწოდებენ ყველას, ვინც მათი დაფინანსებით არის დაინტერესებული, რომ იგივე გააკეთონ.
"ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და გვინდა, რომ ეს გააჟღეროთ. ჩვენ დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდან მოდის ეს ფინანსები და რასაც ვამბობთ, რომ არიან ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები, ეს დასაბუთდება. შემდეგ მოვუწოდებთ ყველა ავტორს ამ ნარატივისა, ვინც დაიწყო ეს ლაპარაკი, საიდან ფინანსდებიანო, თავადაც გაასაჯაროვონ საიდან ფინანსდებიან.
ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, ვინც დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, რა მნიშვნელობა აქვს, თუ გინდა ცალკეული პერსონები იყოს, მაგალითად ელისო კილაძე საუბრობდა საიდან ვფინანსდებით. სიმართლე გითხრათ, ჩვენც გვაინტერესებს საიდან ფინანსდება ელისო კილაძე. თუ დადებს ცხრილს ვინ ურიცხავს თანხმებს, მოხარული ვიქნებით. ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროებენ თავიანთ დაფინანსებას", — განაცხადა გოლეთიანმა.
მისი განმარტებით, ხშირად იღებენ ჩარიცხვებად წვრილ თანხებს, 5-10 ლარს, რაც საბოლოოდ გროვდება და ახერხებენ ისეთი აპარატურის დაქირავებას, როგორიც თბილისში ჰქონდათ. მისივე თქმით, სცენის ღირებულება დაახლოებით 25 ათასი ლარი იყო.
"აქ მთავარი რა არის, რომ ხო არის წვრილი თანხები, რომელიც ირიცხება და შემოდის საბოლოოდ იმდენი, რომ ვღებულობთ ისეთი ტიპის თანხას, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ სცენა დავდგათ ისეთი, როგორიც დედაქალაქშია.
როცა ათ ლარს და ხუთ ლარს რიცხავს ადამიანი, ვხვდებით რომ უბრალო ადამიანის ჩარიცხული და არაა ჯორჯ სოროსის. ამას მგონი ყველა აღიქვამს", — ამბობს ის.
რამდენიმე დღეა აქტიური განხილვის საგანი გახდა, ვინ აფინანსებს რიონის ხეობის მცველებს. მოქალაქეთა მცირე ნაწილი საუბრობს სავარაუდო პარტიულ ან რუსულ ინეტერესებზე, თუმცა თავიანთი თეორიები არ დაუსაბუთებიათ. აქტივისტები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ თანხას ძირითადად მხარდამჭერებისგან და ემიგრანტებისგან იღებენ.
ნამახვანჰესის მოწინააღდეგეთა დაფინანსებით დაინტერესება გამოთქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები