ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სააგენტოებს Covid-19-ის შესახებ ახალი ანგარიშის მომზადება დაავალა. BBC-ის ცნობით, სადაზვერვო სამსახურებმა 90 დღის განმავლობაში, ასევე, უნდა გამოიკვლიონ ის თეორია, რომ ვირუსი ჩინეთში, ლაბორატორიაში წარმოიშვა.

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიულ წარმოშობას უარყოფს.

ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ ვუჰანში, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.