5-წლიანი ბრძოლის შემდეგ ბრედ პიტმა შვილებზე თანაბარი მეურვეობა მოიპოვა
გაჭიანურებული სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შვილებზე თანაბარი მეურვეობა მიენიჭათ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი ცოლ-ქმარი 5 წლის მანძილზე დაობდა. საქმის განსახილველად მათ კერძო მოსამართლე, ჯონ ოდერკირკი, დაიქირავეს.
განაჩენის გამოტანამდე, მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის სოციალური მუშაკები, რომლებიც ჯოლისა და პიტის შვილებთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.
"მოსამართლემ მეურვეობის საქმეში მნიშვნელოვანო ცვლილება, ფაქტების ძალიან დეტალური განხილვების საფუძველზე შეიტანა", — აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.
თუმცა ანჯელინა ჯოლის წარმომადგენლების თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან საეჭვოა და ის სრული მეურვეობის მოსაპოვებლად ბრძოლას ისევ გააგრძელებს.
2020 წელს, ანჯელინა ჯოლიმ გააკრიტიკა მოსამართლე ოდერკირკის გადაწყვეტილება, არ დაეკითხა წყვილის შვილები. მსახიობის აზრით, მათი შეხედულების მოსმენა აუცილებელი იყო, რადგან საქმე სწორედ მათ სურვილებს, საჭიროებებს და მოთხოვნებს ეხება. თავისი არგუმენტის გასამყარებლად, ანჯელიმა კანონი მოიშველია, რომლის თანახმადაც, კალიფორნიაში 14 წლის ზევით ბავშვებს აქვთ უფლება სასამართლოს ჩვენება მისცენ.
ჯოლის თქმით მოსამართლემ "ადეკვატურად ვერ განიხილა" კალიფორნიის სასამართლოების კოდექსის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობის ისტორიის მქონე პირისთვის მეურვეობა მინიჭება, ბავშვისთვის საზიანოა.
ჯერ კიდევ არ არის დაკონკრეტებული ძალადობის ისტორიაში რა იგულისხმება, მაგრამ როგორც სასამართლო უწყებაშია ნათქვამი, ანჯელინა ჯოლის ადვოკატმა მოსამართლეს დამატებითი დოკუმენტები წარუდგინა, რომელშიც ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციაა. როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლი აპირებს, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაასაჩივლოს. ბრედ პიტის წარმომადგენლები კი თვლიან, რომ საქმის ასეთი გაჭიანურება საზიანოა ბავშვებითვის, რადგან ხელს უშლის მათ სტაბილურობას და სიმშვიდეს.
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 9-წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2014 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2016 წელს განქორწინდნენ. წყვილს 6 შვილი ჰყავს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები