2020-2021 წლების სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი რუსთავი გახდა
რუსთავის გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ანატოლი ბოისას მთავარი მწვრთნელობით, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ზურა მაჭავარიანი უწევდნენ, გუნდმა ფინალური სერიის მე-3 მატჩიც მოუგო ცხუმ-აფხაზეთს და 2010 წლის შემდეგ, პირველად, სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონობის მომტან მატჩში რუსთაველების ლიდერი სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული მაიკ დევისი იყო, რომელმაც 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. 30 ქულით ბომბარდირი მალიქ უაითი გახდა, ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე კი 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი აღმოჩნდა. ცხუმ-აფხაზეთში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 21 ქულა ჯოშუა მაკფოლმა მიითვალა, ტაილერ გრინის ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი გახდა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე — MVP. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და კომისრებმა მიიღეს, გაიმარჯვა რუსთავის გუნდის მოთამაშე მაიკლ დევისმა.
მაიკლ დევისს MVP-ის თასი გადასცა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ.
სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ანატოლი ბოისა,რომელსაც ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა. ანატოლი ბოისა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.
საქართველოს კალაბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია აჭარაბეთმა სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშისთვის და სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელისთვის დააწესა ფულადი პრიზი და თითოეულს გადასცემს 3 000 ლარს.
სუპერლიგის მე-2 ადგილის მფლობელი გახდა საკალათბურთო გუნდი ცხუმ-აფხაზეთი, რომელიც ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს ვეტერანმა კალათბურთელებმა — გივი ბიჭიაშვილმა და ვლადიმერ ძიძიგურმა.
2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი რუსთავი ოქროს მედლებით დააჯილდოვეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა და ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
"ვულოცავ სუპერლიგის მონაწილე გუნდებს 2020-2021 წლების სეზონის დასრულებას. სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევა, რათა წლევანდელი საკალათბურთო სეზონი ჩატარებულიყო.
მივულოცავ სუპერლიგის გამარჯვებულ რუსთავის გუნდს, მის ხელმძღვანელობას და მოთამაშეებს. ასევე, ყველა გულშემატკივარს და სპონსორებს, რომლებიც გვერდში უდგანან ქართულ კალათბურთს. განსაკუთრებით დიდ მადლობას გადავუხდი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ სპონსორს, კომპანია აჭარაბეთს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის პირველივე დღიდანვე ჩაერთო კალათბურთში და მოთამაშეებთან ერთად უამრავი აქტივობა განახორციელა. ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და დიდი სტიმულია მოთამაშეებისთვის და ჩვენი ფედერაციისთვის, მით უფრო რომ წინ უმაღლესი რანგის ღონისძიების, ევრობასკეტ 2022-ის მასპინძლობა გველოდება.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში გულშემატკივარი ვერ ესწრებოდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, დასაფასებელია, რომ ჩვენი სპონსორები პანდემიის პირობებშიც უჭერდნენ მხარს ქართულ კალათბურთს და მთლიანად სპორტს. იმედია, გულშემატკივრები დაბრუნდებიან დარბაზებში ეროვნულ ჩემპიონატებზე, რადგან ისინი პანდემიამდეც ძალიან აკლდნენ, როგორც კალათბურთის, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობის შიდა ჩემპიონატებს და მათი მხარდაჭერა მოთამაშეებისთვის დიდი მოტივაციაა", — განაცხადა საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები