რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ, 29 მაისს გაიმართება. On.ge დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ყოფილი მაღალჩინოსანი და ამის გასაგებად მისი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
დეკლარაცია გიორგი გახარიამ ბოლოს 2021 წლის 18 აპრილს შეავსო, რომელიც როგორც მისი, ასევე მისი ცოლის ქონების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გახარიას მფლობელობაშია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 2 290 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ყოფილმა პრემიერმა 2020 წელს განვადებით შეიძინა — ამ უძრავი ქონების ღირებულება ჯამში 85 000 ლარია, თუმცა გახარია მას სამ ეტაპად დაფარავს. 2020 წელს მან ამ მიწის ნაკვეთისთვის მხოლოდ ნაწილი, 25 000 ლარი გადაიხადა.
გიორგი გახარიას ცოლის, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია 83 კვ.მ-ის ბინა საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში — ეს ქონება ყოფილი პრემიერის ოჯახმა 2020 წელს 472 400 ევროდ შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, ბინა დანაზოგით შეიძინეს.
გარდა ამისა, მარიკა ფანცულაია 2016 წლიდან ფლობს Toyota RAV 4-ის ფირმის ავტომანქანას, რომლის ყიდვის სანაცვლოდაც 22 000 დოლარია გადახდილი.
საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელს გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერმინისტრად მუშაობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 41 004 ლარის ხელფასი აიღო. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის გახარიას ყველა საბანკო ანგარიშზე ჯამურად 14 419 ლარი ირიცხებოდა. რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ცოლის სახელფასო ანაზღაურებას, ირკვევა, რომ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს ავერსის კლინიკაში ექიმად მუშაობის სანაცვლოდ 11 084 ლარის ანაზღაურება მიიღო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს გახარიას ცოლმა 20 309 დოლარის სადეპოზიტო სარგებელი მიიღო. დოკუმენტის შევსების მომენტისთვის ოჯახს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხები არ ერიცხებოდა.
ქონებრივი დეკლარაცია ხარჯების ნაწილსაც მოიცავს, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 მარიკა ფანცულაიამ უძრავი ქონების ქირავნობის სანაცვლოდ 39 000 ლარი დახარჯა. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს, გახარიამ და მისმა ცოლმა შვილის სწავლის საფასური — 3 660 ევრო გადაიხადეს.
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები