არა, არ ვეთანხმები [სააკაშვილს], საქართველოს სჭირდება ჰესები იმის გამო, რომ განვითარდეს — გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ის არ ეთანხმება ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების გარეშე. გოცირიძის თქმით, საქართველოს ჰესები სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს. ამაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
"ჰესების ერთ-ერთი კონტექსტი იყო, რომ მოდი, სახელმწიფომ ააშენოს, მაგრამ რას ნიშნავს, იცით, სახელმწიფომ ააშენოს და უცხოურმა ინვესტრომა არ ააშენოს, თუ უფრო დავკონკრეტდებით, "მუსლიმმა ინვესტორმა არ ააშენოს" და უფრო თუ დავკონკრეტდებით "თურქმა ინვესტორმა არ ააშენოს" — ყველანაირად მავნებლურია ეს თეზისი. ამიტომ ამ მოძრაობას, ერთი მხრივ, ვუთანაგრძნობ და ასე ვთქვათ, სწორი არის როდესაც ამხელენ ხელისუფლების არასწორ ქმედებას, კორუფციულ ინტერესებს ამ პროექტში, არასაჯაროობას და არასათანადო მომზადებას ასეთი დიდი პროექტებისა, მაგრამ მეორე მხრივ, ვერასდროს ვერ დავუჭერ ისეთ ლოზუნგს მხარს, როგორიცაა "არა ჰესებს". არა ჰესებს ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენ მეტი არაფერი არა გვაქვს", — თქვა მან.
დღეს, 28 მაისს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების გარეშეც.
"ახლა ვიმყოფები ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროძრავები, ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, როდესაც ვლაპარაკობ ნამახვანზე, რომ როცა ნამახვანი და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო ეს ტექნოლოგიები, არ იყო მზის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო ქარის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო წყალბადის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს. ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების, დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე", — თქვა სააკაშვილმა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. 28 მაისს გუმათში დაპირისპირებისას 8 პირი დააკავეს, რომლებიც უკვე გატავისუფლებულები არიან. მათი სასამართლო პროცესი გადაიდო და 4 ივნისს ჩაინიშნა.
გუმათში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა რკინის ჯებირებზე ბრახუნი დაიწყო, ნაწილმა კი სცადა ჯებირებზე მიწოლა. უკან დახევაზე ორგანიზატორების მოწოდების მიუხედვად, ყველას გაკონტროლება ვერ მოხერხდა და სიტუაცია დაიძაბა.
26 მაისს, გვიან ღამით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი აბრახუნებდნენ რკინის ჯებირზე, რომელიც პოლიციამ გზის გადასაკეტად აღმართა. გუმათჰესთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს განაცხადა, რომ ბარიკადების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტებმა კი აღნიშნეს, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები