ყავის აპარატი, როგორც ხელოვანის ინსტრუმენტი
ყავას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოიხმარს. როგორც წესი მისი დალევა დილასთან ასოცირდება და ზოგ შემთხვევაში ეს რუტინადაც იქცევა ხოლმე. თუმცა, ყავა შეიძლება იყოს ბევრად მეტიც. ბევრისთვის გემრიელი ყავის დამზადება ხელოვნებაა. ხელოვნების ნიმუშს კი შესაქმნელად ინსტრუმენტი სჭირდება და ეს ინსტრუმენტი ყავის აპარატია.
სტატიაში სწორედ ამ ინსტრუმენტზე მოგიყვებით და გეტყვით, თუ როგორ შეიძლება იყოს ყავა იმაზე მეტი, ვიდრე ეს ჩვეულებრივი რუტინაა.
სწრაფი გამოღვიძება
სახლში კარგი ყავის აპარატი ნიშნავს იმას, რომ დილით გემრიელი ყავის მისაღებად ქუჩაში თუ მაღაზიაში გრძელ რიგში დგომა არ მოგიწევთ. დროის დაზოგვის გარდა, თქვენ თავად ამზადებთ ზუსტად ისეთ ყავას, როგორიც გსურთ. დაბოლოს, სახლში სწრაფად დამზადებული ესპრესოს შემდეგ გაიგებთ, თუ რატომ ნიშნავს იტალიურად ესპრესო — სწრაფს.
ყავის უსასრულო სამყარო
დიახ, როდესაც მაღაზიაში ყავას ყიდულობთ, თქვენ არჩევანში შეზღუდული ხართ. რეალურად ყავის სამყარო ბევრად დიდია და მის შესაცნობად ყავის აპარატი ნამდვილად გამოგადგებათ. საკუთარი ყავის აპარატის ქონის შემთხვევაში ნებისმიერი ყავის შეძენა და დამზადება შეგიძლიათ. და რაც მთავარია, თქვენ თავისუფალი ხართ ექსპერიმენტებში, ეს კი უამრავ ახალ გემოს ნიშნავს.
სრული კონტროლი
ყავის დამზადებაზე სრული კონტროლი მხოლოდ მაშინ გექნებათ თუ მას თავად ამზადებთ. სრულყოფილი შედეგის მისაღწევად შეიძლება სწავლა და დრო დაგჭირდეთ, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ტემპერატურის დონის და ყავის და რძის დოზის ზუსტი კონტროლი ნამდვილი ხელოვნებაა.
ცოდნის გაღრმავება
ყავის მრავალფეროვნებასთან და მის დამზადებასთან ერთად, მას უფრო კარგადაც გაიცნობთ. დაინტერესდებით მისი სახეობებით და შორეული ადგილებიდან გამოიწერთ ისეთ ყავას, რომლის არსებობაზე შეიძლება აქამდე არც კი გცოდნოდათ. ყავის უფრო ახლოდან გაცნობასთან ერთად კი მას კიდევ უფრო დააფასებთ.
ამის გარდა, არსებობს სხვა უამრავი დადებითი, რაც ხარისხიან ყავის აპარატს აქვს, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიც საკმარისია, რათა ყავის აპარატი ხელოვანის ხელში ინსტრუმენტად აღვიქვათ.
ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. აქ ყავის აპარატის დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები