ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ის "არავის პროექტი არაა". გარდა ამისა, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"არასდროს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და, მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები", — აღნიშნა გახარიამ.

დღეს გიორგი გახარიამ თავისი ახალი გუნდის, პარტია საქართველოსთვის წევრები წარადგინა. ახალი პარტიის პოლიტსაბჭოში ქართული ოცნების და ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებიც ერთიანდებიან.