ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩადის
UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩავა. ის სოხუმში პირველ ივნისს ჩადიოდა, სადაც ბავშვებისთვის მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა.
ნურმაგამედოვის გაუქმებულ ვიზიტზე ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტმა სპორტმენის მენეჯერზე, რიზვან მაგომედოვზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც დე ფაქტო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გეგმების შეცვლის მიზეზი აშშ-სა და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლაა, რომელიც მოიცავდა ამერიკული ვიზის ანულირების მუქარა, UFC-ში სპორტული მოღვაწეობის შეზღუდვასა და აშშ-ში კონტრაქტების გაუქმებას.
ხაბიბის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. მაშინ სახელმწიფო მედია აპსნიპრესი წერდა, რომ ვიზიტი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით, სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიგეგმებოდა და ნურმაგამედოვი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებოდა.
ცნობილია, რომ ნურმაგამედოვი ქართული ოცნების ლიდერთან, კახა კალაძესთან და პარტიის დამფუძნებლის შვილთან, მომღერალ ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მათ ნაცნობობას ადასტურებს ხაბიბის გამოგზავნილი საჩუქრები, რომელზეც ბერა და კალაძე წერდნენ: "მადლობა ძმაო", "მადლობა ლეგენდავ".
ახლო ურთიერთობას მოწმობს რამდენიმე თვის წინ კალაძის მიერ გამოქვეყნებული ინსტაგრამსთორიც, სადაც ჩანდა, რომ ის ნურმაგამედოვი, ბერა და რამდენიმე პირი ზუმში საუბრობდნენ. ამ ფოტომ გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ ნურმაგამედოვი საქართველოში ვიზიტს გეგმავდა.
აღსანიშნია ისიც, რომ სპორტსმენი საქართველოში უკვე არის ნამყოფი 2018 წელს. იმ შემთხვევაში თუ ის ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდოდა, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას რამდენიმე წლით ვეღარ შეძლებდა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები