რა თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა ბავშვთა უფლებებზე
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებები განხილვის საგანი აქამდეც გამხდარა, თუმცა ახლა ის უკვე დეპუტატია და პასუხისმგებლობაც მეტი უნდა იყოს. ამას ემატება ისიც, რომ მეგრელიშვილი ამჟამად განათლების კომიტეტის წევრია.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ფორმულამ გადაცემა "ჩათის" ანონსი გაავრცელა, სადაც მეგრელიშვილი ბავშვთა უფლებებზე საუბრობს. მის განცხადებებს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე დღეს, 30 მაისს გადაცემა ეთერში გავიდა, სადაც სრული ჩანაწერის ნახვა იყო შესაძლებელი.
On.ge გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, რა თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა ბავშვთა უფლებებზე.
დეპუტატმა თავდაპირველად ბავშვის უფლებათა კოდექსზე დაიწყო საუბარი და თქვა, რომ ეს კანონი საშიშია და არის იდეოლოგია იმის შესახებ, როგორ შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს ოჯახების საქმეში. მისივე თქმით, "ბავშვებს უფლებები არ აქვთ".
"როგორ შეიძლება იმ მოტივით, რომ ბავშვები არიან დასაცავები, ბავშვები დაიცვან საკუთარი მშობლებისგან. პრობლემური მშობლები, ბუნებრივია, არსებობენ, მაგრამ რასაც თავად თქვენ კითხულობთ, ბავშვთა უფლებები რატომ არ ვიციო, ჩემი აზრით, რაც უფრო გვიან გვეცოდინება ეგ, მით უფრო გვიან მოგვეწამლება ცნობიერება", — უთხრა მან გადაცემის წამყვან თინეიჯერს.
მისი თქმით, ის ამ კოდექსის გასაუქმებლად ყველაფერს გააკეთებს.
ამასთან, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ "ბავშვებზე ვძალადობთ მასიურად საზოგადოებაში ჩვენი წესრიგის მეშვეობით" და მისი აზრით, მათ შორისაა საგანმანათლებლო წესრიგიც, რომელიც დღეს ჩამოყალიბებულია ქვეყანაში.
გირჩის ლიდერმა თქვა ისიც, რომ საზოგადოება ძალადობას სხვადასხვაგვარად აფასებს და ეს ფარდობითია.
"მაგალითად, სადღაც შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენა იყოს ტრაკოზე წამორტყმა ბავშვისთვის და სადღაც, რომელიმე საზოგადოებაში ეს ძალადობად ითვლებოდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში, სადაც არც სასამართლო გაგვაჩნია და საერთოდ არც ადგილი, რომელსაც ჩვენ ვენდობოდით... პოლიციელის შეშვება ოჯახში იმის გასარკვევად, როგორ ექცევიან მშობლები საკუთარ შვილებს და ეს შემთხვევით ხომ არ არის ძალადობა, ჩვენნაირ საზოგადოებაში ფიზიკურად არ შეიძლება, საშიშია, სახიფათოა ამის გაკეთება. პოლიციელი დღეს ჩემთვის ყველაზე არასანდო ადამიანია იმ სამართალდამცავი სისტემის არსებობის პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სოციალური მუშაკს პოლიციური ფუნქციები აქვს, რაღაც მოფერებითი სახელი ჰქვია — "სოციალური მუშაკი", სინამდვილეში, ის პოლიციელია. მის ბრძანებას თუ არ დაემორჩილებიან, მოვა პოლიციელი და უნდა გვესმოდეს ეს ბავშვებსაც და დიდებსაც", — ამბობს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, რა ღირებულებებითაც ვცხოვრობთ, მაგალითად, რაჭაში, ქვემო ქართლში და ა.შ. იმ ღირებულებების მატარებელი წესრიგის დამცველებია გარშემო.
"მე თუ ვხედავ, რომ მეორე მეზობელ ოჯახში ბავშვს სცემენ, ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ეს ვერ მოვითმინო და სხვის კერძო საკუთრებაში შევვარდე, მაგრამ იმ საზოგადოებაში, იმ თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მიტყეპა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის და შეიძლება იქედან გამომაგდონ, გესმით? მე არ მგონია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ეს წესრიგი უნივერსალურად გავავრცელოთ. მე წინააღმდეგი ვარ უნივერსალურობის", — აცხადებს პარლამენტის წევრი.
ძალადობაზე საუბრისას მან თავისი ოჯახის გამოცდილებაზეც ისაუბრა:
"პაპაჩემს ჰქონდა მავთულისგან დაწნული მათრახი, რომლითაც სცემდა სამ ბიჭს [სავარაუდოდ, იგულისხმება შვილები — ავტ.] და მამაჩემი გამოვიდა ძალიან კარგი ადამიანი ჩემი აზრით, წარმატებული მათ შორის ცხოვრებაში.
კითხვაზე, ამ მეთოდით აღზრდამ კარგი შედეგი გამოიღო თუ არა, უპასუხა:
"არასოდეს კანონი არ დაურღვევია იმ ხალხს, ნორმალური, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები გაიზარდნენ. რაის ძალადობა. უყვარდათ თავისი მშობლები, ყველაფერი ჰქონდათ კარგად, ბედნიერები იყვნენ".
ვახტანგ მეგრელიშვილს ჰკითხეს ნინოწმინდის პანსიონზეც. მისი თქმით, "პოლიტიკურად და პრაგმატულად" ეკლესიის მხარესაა და "სასწაულია", რომ ამ საკითხში მისი მთავარი მოკავშირე ეკლესიაა.
"იმათ თავიანთი არგუმენტებით ზუსტად იგივე შედეგი უნდათ, რომ პოლიციელი არ შემოუშვან ჩემთან სახლში, რაც მე მინდა. არ მაინტერესებს სახალხო დამცველის ეს ნაწილი. თუ მართლა ძალადობაზეა საუბარი, პროკურატურა უნდა შევიდეს...
როცა ბავშვებზე არის საუბარი, იმ ბავშვებს ჰყავთ პატრონები, რომელიც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას — არა. მაგრამ იმ ბავშვებზე ვიღაცები ზრუნავენ. იმ ადამიანებთან შეიძლება მისვლა და ამ სკანდალის გარეშე დალაპარაკება. ამ ბავშვების გამო სკანდალის აწევა არ მოსულა. შეიძლება გარკვევა", — თქვა მეგრელიშვილმა.
- ომბუდსმენის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის უფლება არ მიეცათ
- მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები ბავშვთა პანსიონში ჰომოფობიური მიზეზით არ შეუშვა
- გაერომ მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა — PHR
- ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის უფლება ისევ არ მისცეს
- მეუფე სპირიდონმა პანსიონში, სადაც ომბუდსმენს არ უშვებს, პრორუსული Alt-info-ს წევრები შეუშვა
28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ტელეკომპანია ფორმულას გადაცემის ანონსში ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა მოითხოვა.
ომბუდსმენის განცხადებით, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მსგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემო შექმნას.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები