27 მაისს HBO Max-ზე უამრავი მაყურებლის საყვარელი და მონატრებული სატელევიზიო სიტკომის, Friends-ის, სპეციალური ეპიზოდის პრემიერა შედგა. შოუს, ბოლო, მეათე სეზონის დასრულებიდან 17 წლის შემდეგ გამოსულ ეპიზოდში ბევრი ისეთი ნოსტალგიური მომენტი იყო, რომელმაც სერიალის ერთგულ გულშემატკივრებს ალბათ ცრემლიც კი მოჰგვარა თვალზე; შესაბამისად, არაა გამორიცხული, აწყლიანებული თვალებით არ შეგემჩნიათ პოპულარული სცენების "რიმეიქები".

1. ჯოისა და ჩენდლერის სავარძლებში ნებივრობა

ფოტო: HBO Max

2. თამაშებისადმი როსის სიყვარულს დრომ ვერაფერი დააკლო

3. არც მოთამაშეების დაძაბულობა განელებულა — ამჯერად ფიბიც შეუერთდა

ფოტო: HBO Max

4. სამაგიეროდ მისტერ ჰეკლსს მოემატა წლები და ხმაურიც უფრო აღიზიანებს

5. ფიბი აღტაცებასაც ზუსტად ძველებურად გამოხატავს

ფოტო: HBO Max

6. ...და კივილსაც

7. ჰო, და ფიბი მაინც არასდროსაა საკმარისი

ფოტო: HBO Max

არც ლედი გაგა, რა თქმა უნდა.

8. მეგობრების ფეშენ ვიკს ამჯერად კარა დელევინიც შეუერთდა

9. როსის მოდური ტყავის შარვალი კი, არც მეტი, არც ნაკლები, სინდი კროუფორდმა მოირგო

ფოტო: HBO Max

10. როსის ჰელოუინის კოსტიუმის გარდაქმნა კი ჯასტინ ბიბერმა აიღო საკუთარ თავზე

11. უი, და კარა ამ ლეგენდარული კოსტიუმის გასაცოცხლებლადაც დაბრუნდა

ფოტო: HBO Max

12. დაბოლოს — რა იქნებოდა შოუ, რომ არა ჯოის მიერ ჩენდლერის ტანსაცმლის მორგება

და მაინც — დრო როგორ გავიდა, გავიდა, გავიდა...