გომელაურის თქმით, საჭიროების შემთვევაში სპეცრაზმს უფლება აქვს, გუმათში გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენოს
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმს უფლება აქვს, რომ გუმათში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და გაზიც გამოიყენოს.
გომელაური ამბობს, რომ პოლიციელები გუმათში დგანან იმისთვის, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ 30 მაისს აქციაზე ერთ-ერთ პოლიციელს დაარტყეს.
"სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა — მათ შორის გაზი იქნება, წყლის ჭავლი იქნება, — თუ საჭირო იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ", — თქვა გომელაურმა.
რიონის ხეობის აქტივისტები გუმათჰესთან არიან შეკრებილნი. ისინი ცდილობენ, კომპანიის მანქანებსა და თანამშრომლებს გადაადგილებაში ხელი შეუშალონ.
გუმათჰესთან ხმაური იყო 30 მაისის ღამესაც. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ადგილზე აღმართულ რკინის ბარიკადებზე აბრახუნებდნენ და ჯებირების მიღმა გასვლას ცდილობდნენ.
ისინი ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავები აქტივისტებს დაედევნენ და ბარიკადებს მიღმა მოაბრუნეს. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ტყის ბილიკით გადასვლას 50-მდე ადამიანი ცდილობდა. მისივე თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური აქტი იყო.
გუმათჰესთან პოლიცია მას შემდეგ არის განლაგებული, რაც სოფელ ნამოხვანში ხეობის აქტივისტებს კარვები დაუშალეს და იქ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. რკინის ბარიკადებში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ, თუმცა აქციის მონაწილეებს სახლში წასასვლელად შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ. ბარიკადებს პოლიცია ამაგრებს, რომელთან რაოდენობაც საღამოობით იზრდება.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები