ჩვენ პარლამენტში რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის არ შევდივართ — დეკანოიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება "შეშინებულის მუქარა" იყო. როგორც დეკანოიძე ამბობს, "ივანიშვილის რეჟიმის" წარმომადგენლებს არ სურდათ ბლოკის პარლამენტში ხილვა.
"მინდა მას [კობახიძეს] ვუპასუხო, რომ ჩვენ პარლამენტში რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის არ შევდივართ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ რეჟიმის დასამარცხებლად დამატებით გვქონდეს ინსტრუმენტი.ჩვენი მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩენ არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება ქართულ ოცნებასთან", — აღნიშნა დეკანოიძემ.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ნაციონალური მოძრაობა "გონივრულ ვადაში" ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ვერ ისარგებლებენ დოკუმენტში ნახსენები პრივილეგიებით და ვერ ჩაერთვებიან იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ამ შეთანხმების აღსასრულებლად შეიქმნა. კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ულტიმატუმისთვის განსაზღვრულ "გონივრულ ვადად" რა თარიღი მიაჩნია. მისი თქმით, ამას პარტიისგან გავიგებთ მაშინ, როცა ამოიწურება.
მისი განმარტებით, თუ ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, მსგავსი შედეგი დადგება:
- მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება;
- ვერ ისარგებლებენ ვერცერთ პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ენმ-ს მხრიდან არის მათი მარცხის აღიარება და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება.
"ამ პარტიამ ვერცერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. "ვერ დამიჭერ", "არ გამოვალ" და " არ შევალ" დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება", — განაცხადა მან.
გუშინ, 30 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. მიუხედავად ამისა, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები