ქუთაისში არსებული "ონკოლოგიის ცენტრი" "კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი" გახდა
ქუთაისში არსებული, საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ონკოლოგიის ცენტრი ახალი ბრენდით — კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას.
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. N85-ში მდებარე უმსხვილესი ონკოლოგიის ცენტრის რებრენდინგი ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგის, კრისტინა კილის სახელს უკავშირდება. ის კლინიკის განვითარებაში ცენტრის დაარსებიდან აქტიურად არის ჩართული. კრისტინა კილი ყოველდღიურ რეჟიმში, ქართველ კოლეგებთან ერთად, განიხილავს პაციენტების მკურნალობის გეგმას. ის ქუთაისში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის და საერთაშორისო გამოცდილებას ქართველ ექიმებს ადგილზე მუდმივად უზიარებს.
პროფესორ კრისტინა კილს აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის აშშ-ის რადიაციული ონკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს წევრი, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) საბჭოს წევრი, ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ქსელის (NCCN) კომიტეტის წევრი და რადიაციული ონკოლოგიის მიმართულების კონსულტანტი. პროფესორი კრისტინა კილი მრავალი სამეცნიერო კვლევისა და ნაშრომის ავტორია.
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, ჩვენების მიხედვით ერთ სივრცეში ჩაიტაროს შესაბამისი სრული ონკოლოგიური კვლევა და მკურნალობის კურსი ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების ჩართულობით გაიაროს. ჰოსპიტალში დამონტაჟებულია ორი სხივური ამაჩქარებელი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რთულად მისადგომი სიმსივნურად დაზიანებული უბნები მიზნობრივად დასხივდეს. სხივური თერაპიის მიმართულებით ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, გოჩა ხელაშვილი.
აღსანიშნია, რომ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ევექსი ჰოსპიტლების ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან (clinical board), რომლის თავმჯდომარე დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძეა. კლინიკური ბორდები საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვასა და უახლესი პროტოკოლების გათვალისწინებით მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას უზრუნველყოფს.
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც სრულ სამედიცინო სერვისს, ასევე - ლოჯისტიკურ დეტალებს, მათ შორის სხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისთვის შესაბამისად აღჭურვილ სასტუმრო ნომრებს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხივური თერაპიით მოსარგებლე პაციენტებს საშუალება ექნებათ, უფასოდ განთავსდნენ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებულ სასტუმროს ნომრებში.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები