გიორგი გახარიამ იმედს პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზია უწოდა
ექსპრემიერმა გიორგი გახარიას განცხადებით, ინტერვიუზე ტელეკომპანია იმედის არმისვლა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები მიანიშნებს, რომ იმედი მართული ტელევიზიაა. მისი თქმით, აქამდე იმედის კარი მისთვის ღია იყო, ახლა კი მის ღონისძიებებს არ აშუქებენ.
ექსპრემიერმა ბევრი ისაუბრა მედიაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსთავი 2-ის მიუკერძოებლობაც. ასევე აღნიშნა ის, რომ ახალი პარტია არიან და მათ ტელევიზია არ აქვთ.
"დღეს უთქვამთ, შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ და აქედან გავაკეთოთ დასკვნა და ეს იქნება მიმანიშნებელი გახარია სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აგერ იმედი არ არის. ეს ჩემთვის რას აჩვენებს, იცით? ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა, მაშინ, როცა 4 თვის უკან დიდი სიამოვნებით იყო ნებისმიერი კარი იმედის ჩემთვის გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე, არცერთზე, არავინ არ მოსულა. ძალიან გამიკვირდა რუსთავი 2 რომ მოვიდა, სხვათა შორის, დიდი მადლობა მათ, ვაფასებ", — განაცხადა გახარიამ.
მთავარი არხის კითხვაზე, აქამდე იცოდა თუ არა, რომ იმედი მიკერძოებული ტელევიზია იყო და რა მინიშნება გააკეთა რუსთავი 2-ზე, გახარია პასუხობს:
"ეჭვი მეპარება. არანაირი [მინიშნება], გამიხარდა. რუსთავი 2-ზე შემიძლია ახლა გითხრათ რა მინიშნება იყო, ღიად ვსაუბრობ მე. მე მინდა, რომ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი, რომელიც სამწუხაროდ, მედიასივრცესაც გადაედო, გადავლახოთ. თქვენ გგონიათ არ ვიცი, რომ ეს ფორმატი იდეალური არ არის? ვიცი, მაგრამ, უბრალოდ, იმის შიშით, რომ იქ თუ მივა ამას დაგაბრალებენ და იქ თუ მიხვალ ამას დაგაბრალებენ და ჩვენ ახალი პარტია ვართ, არ გვაქვს ტელევიზიები, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ...
რუსთავი 2-ს რაც შეეხება. რუსთავი 2-მა, მაგალითად, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია ეთერიდან მოხსნა 5 წუთით ადრე, ვიდრე სიგნალი გადაიცემოდა, ცოტა გაუგებარია ეს ჩემთვის", — განაცხადა მან და დამაზუსტებელ კითხვაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედის მიკერძოებულობაზე ეჭვი გაუჩნდა.
ამ ფორმით გამოეხმაურა ის ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარე TV პირველსა და ფორმულას გიორგი გახარიას პიარში ადანაშაულებს. კობახიძის მტკიცებით, ამ ტელეკომპანიების გამოხატული ინტერესი გახარიას მიმართ მიანიშნებს იმაზე, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი ახლა ნაციონალური მოძრაობის თამაშს თამაშობს.
ექსპრემიერთან გიორგი გახარიასთან ინტერვიუს, სადაც მხოლოდ ტელევიზიების თოქ შოუების წამყვანები არიან მიწვეული, ტელეკომპანია იმედისა და POS TV-ს ჟურნალისტები არ ესწრებიან. გახარიას თქმით, მისთვის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა იცის, რომ იმედის ჟურნალისტებიც ვერ ხსნიან, რატომ არ ესწრებიან ამ ინტერვიუს.
"სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო იმედის და POS TV-ს ადგილები არის თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვეთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, იმედი დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. უბრალოდ, ამას თავისი ახსნაც აქვს; მე ზუსტად ვიცი, რომ იმედის ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია დღეს აქ წარმოდგენილი", — განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, საპასუხოდ იმედს სთავაზობს, რომ პირველ სატელევიზიო ეთერს მათთან გამართავს, თუ ამას დათანხმდებიან. როგორც გახარიამ აღნიშნა ამის მიზეზი ის არის, რომ იმედი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა.
ახალი პარტიის დაარსების შემდეგ გახარიამ პირველი ინტერვიუს სატელევიზიო მედიების თოქ შოუების წარმომადგენლებთან დაგეგმა. შეხვედრას ესწრებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, მთავარი არხის, ფორმულას, TV პირველის, პალიტრას, კავკასიის, რუსთავი 2-სა და ევრონიუსის ჟურნალისტები. ონლაინ მედია ინტერვიუზე არ მიუწვევიათ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები