ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მთავარი არხისა და TV პირველის მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ ფორმატებში მონაწილეობაზე უარს აღარ იტყვიან.

"წინა დღეების განმავლობაში ორი ტელეკომპანიის მხრიდან იყო გამოთქმული ინიციატივა იმის შესახებ, რომ ძალიან კონკრეტულ ფორმატებში მიგვეღო მონაწილეობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამაზე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. ეს იყო ტელეკომპანია მთავარი და ეს იყო ტელეკომპანია TV პირველი, რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები, ეს იქნება ჩვენთვის შესაძლებლობა იმისა, რომ კი არ ველაპარაკოთ რომელიღაც სეგმენტს, როგორც ამას თქვენი კოლეგები აღნიშნავენ ხოლმე, ველაპარაკოთ აბსოლუტურად ყველას", — ამბობს მდინარაძე.