პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში — backapp ალდაგისგან
პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ციფრული დაზღვევის აპლიკაცია — backapp შექმნა.
აპლიკაცია მუშაობს ჭკვიანი მოწყობილობის გამოყენებით და იძლევა ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, როგორიცაა დაზღვევის ფასის მორგება მძღოლის ინდივიდუალურ მონაცემებზე. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია დაზღვევაზე ის ფასი მიიღოს, რომელიც მანქანის ტარების ხარისხის პროპორციულად დაანგარიშდება.
backapp-ის აპლიკაცია უკავშირდება მოწყობილობას, რომელიც უბრალოდ თავსდება ავტომობილში და რომელიც, რამდენიმე პარამეტრის მიხედვით (აჩქარება, მოხვევა, სიჩქარე, დამუხრუჭება) აგენერირებს ინფორმაციას ავტომობილის ტარების ხარისხზე. ეს მონაცემები აისახება აპლიკაციაში, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს სადაზღვევო ფასს.
საშუალოდ backapp-ით დაზღვევა სტანდარტულ დაზღვევასთან შედარებით ორჯერ უფრო იაფია. backapp-ის დახმარებით, მძღოლებს შეუძლიათ:
- შეაფასონ საკუთარი პროფესიონალიზმი და მიიღონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად სწორად და კარგად მართავენ ისინი საკუთარ ავტომობილებს;
- მიიღონ ტარების ხარისხის შესაბამისი ფასი. ამასთან, სრულიად გამჭვირვალედ ადევნონ თვალი ფასის გენერირების პროცესს და გააუმჯობესონ მართვის ხარისხი, თუ სურთ უკეთესი ტარიფის მიღება;
- მიიღონ გაუმჯობესებული ფასი რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: გაჩერებულ მანქანაზე თანხა არ იწერება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ავტომობილი დაზღვეულია; რაც უფრო ცოტას დადის ავტომობილი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია; რაც უფრო კარგად დადის მძღოლი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია.
backapp-ით ავტომობილის დაზღვევა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. დაზღვევის პროცესი არის სრულად ციფრული. საკმარისია მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ტესტდრაივი და ნახოს, როგორ მართავს ის საკუთარ ავტომობილს და დაახლოებით რა თანხას აგენერირებს მისი ერთი მარშრუტი. ტესტდრაივი მძღოლებს წარმოდგენას შეუქმნის, რამდენად პროფესიონალურად ფლობენ ავტომობილს და რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ავტომობილის დაზღვევა.
backapp, გარდა მთელი რიგი ტექტნოლოგიური უპირატესობებისა, მომხმარებელს სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს: ფასდაკლებები ავტონაწილებსა და საწვავზე; უფასო რეცხვის ვაუჩერები, 24 საათიანი ავტოასისტანსი და ა.შ.
backapp დაზღვევით იფარება ისეთი გავრცელებული რისკები, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ე.წ. დამხვდა დაზიანებული შემთხვევები, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება, სტიქია და ა.შ.
"ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი გუნდი საქართველოში, რომელმაც, მიუხედავად რთული ტექნოლოგიური გამოწვევებისა, შეძლო, ადგილობრივ ბაზარზე დაენერგა მსოფლიოს სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკა, რომელთა შორისაც backapp უნიკალურია. ვთვლით, რომ ამ პროდუქტით საქართველოში ვიწყებთ დაზღვევის ახალ ეპოქას და გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ დაზღვევის კულტურის განვითარებას ქვეყანაში. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი სიკეთე ტექნოლოგიების დახმარებით და როგორ შეიძლება დავეხმაროთ თანამედროვე და წინდახედულ ადამიანებს, მიიღონ ბიზნესისგან ზუსტად ის, რაც მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", — განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან და App Store-იდან.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები