7 მიზეზი, რატომ არ ვპასუხობ სატელეფონო ზარს
ერთი თვის წინ On.ge-ს რეზიდენტმა ავტორმა, გიორგი მუზაშვილმა სტატია დაწერა: "7 რჩევა, თუ როგორ გავუმკლავრდეთ ტელეფონოფობიას". გიორგი ჩვენი გამორჩეული ავტორია, სტატიასაც პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა — უამრავი მკითხველიდან ალბათ ერთადერთი ვიყავი, ვისაც სტატია საშინლად არ მოეწონა! რატომ? იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ უნდა გავუმკლავდეთ ტელეფონოფობიას?!
კი, ტელეფონებმა თავის დროზე ძალიან ააჩქარა ადამიანებს შორის კომუნიკაცია: აღარ იყო საჭირო დღეების გატარება ფოსტის მოლოდინში, არც ქალაქში ორი ფაქსის აპარატიდან ერთ-ერთის პოვნა. მონატრებულ ადამიანთან პირისპირ შეხვედრას სატელეფონო ზარი ანაცვლებდა, ასევე ცალკე აღვნიშნოთ ჩვენი ბნელი 90-იანების მთავარი გასართობიც: სხვის სატელეფონო საუბრებში შემთხვევით ჩართვა და დიდხანს სმენა, ისევე, როგორც ახლა ვუსმენთ პოდკასტებს.
ამ ყველაფერმა დრო დაგვიზოგა. დრო, რომელიც ავდექით და ისევ გავფლანგეთ: ამჯერად უაზრო სატელეფონო საუბრებში.
ჰოდა, ჩემო გიორგი, არა, არ გავუმკლავდები ტელეფონოფობიას და აი, რატომ:
1. შეუთანხმებელი სატელეფონო ზარები უზრდელობაა
როცა ვინმე მირეკავს, მაიძულებს, რომ ყველაფერი შევწყვიტო, რასაც ვაკეთებ: ამ დროს შეიძლება კონცენტრირებული ვიყო საქმეზე, ვესაუბრებოდე ვინმეს პირისპირ, ვისვენებდე ან ვჭამდე. უცებ ამ ჩემს მიმდინარე საქმეში უნდა გავაჩინო დროის ფანჯარა, არსაიდან, ვიღაცის მოთხოვნით და დავუთმო ჩემი ყურადღების 100%. თან დედლაინის ცოდნის გარეშე: ისიც არ ვიცი წინასწარ, 20 წამი გაგრძელდება საუბარი თუ 20 წუთი, ჩემთვის სასიამოვნო თემაზე იქნება თუ უსიამოვნოზე, ამაფორიაქებს თუ დამამშვიდებს. მაიძულებს, მოვერგო მის დღის წესრიგს, მის სურვილს, რომ ამწუთას მიიღოს ჩემი დრო.
ჩემი აზრით, ეს ისეთივე უზრდელური საქციელია, როგორიც წინასწარ შეთანხმების გარეშე სახლში სტუმრობა: აქაც ზუსტად ისევე, როგორც დაუგეგმავ სატელეფონო ზარისას, ელოდებიან, რომ მათთვის ყველა კარი გაიხსნება და მასპინძლის ყურადღებას სურვილისამებრ მიიღებენ.
2. სატელეფონო ზარები არაა პროდუქტიული
მრავალწლიანმა საქმიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ ადამიანთან რამეზე შეთანხმება გსურს, სატელეფონო ზარი ყველაზე ცუდი არჩევანია. ყველაფერი, რაც ზარის დროს ითქმება, ღიაა ინტერპრეტაციისთვის და, როგორც წესი, მომავალში ბევრი გაუგებრობის მიზეზი ხდება. ყოველ სატელეფონო ზარს აუცილებლად უნდა მიჰყვეს მესიჯი ან იმეილი, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რაზე შეთანხმდით: პირობები, დრო, პასუხისმგებელი პირები. ამ შემთხვევაში ინტერპრეტაციის ნაკლები შანსია და სამომავლოდაც არსებობს დოკუმენტი, რომელიც ყველა დავას გადაწყვეტს.
და თუ მაინც წერილობით უნდა მოხდეს ეს შეთანხმება, რაღა საჭიროა დამატებითი ნაბიჯი ზარის სახით?
3. სატელეფონო ზარები არაა პრივატული
როდესაც გვირეკავენ, თუ ირგვლივ სხვა ადამიანები არიან, ავტომატურად ხდებიან ამ დიალოგის მონაწილეები. შეიძლება მათ არ ესმოდეთ ხმა, რომელიც ტელეფონიდან ისმის, მაგრამ ნამდვილად ესმით ჩემი პასუხები. მაშინაც კი, როდესაც პირადულ თემაზე არ ვსაუბრობ, ძალიან მეჩოთირება მთელი ოთახის ჩართვა ჩემს პრივატულ საუბარში.
4. სატელეფონო ზარები სტრესულია
მე პირადად სულ მგონია, რომ რაღაცას ვერ გავიგებ, გამომრჩება, არასწორად გავიგებ, ვერ ვუპასუხებ სწორად, არ მექნება დაფიქრების დრო. შეიძლება ეს იმის გამო მოხდეს, რომ ყურში არ მესმის კარგად ან ტექნიკური პრობლემა შეექმნას ჩემს ტელეფონს ან ქსელს, შეიძლება ხმაურიან ადგილას მოვხვდე და შემთხვევით დავეთანხმო რაღაცას, რასაც მოგვიანებით ვინანებ.
5. სატელეფონო ზარები კომუნიკაციის თავსმოხვეული გზაა
მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ არ დავემორჩილებოდი ამ ჩემთვის სტრესული კომუნიკაციის მეთოდს და დავიწყე ზარებზე უარის თქმა, ძალიან მოულოდნელი რამ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ასევე არ უყვარს ტელეფონზე საუბარი და ურჩევნია, ერთი მესიჯით მოგვარდეს საქმე. როცა დავიწყე ხმამაღლა თქმა, რომ "არა, ჩემთვის სატელეფონო კომუნიკაცია მიუღებელია, მირჩევნია მომწერო", პასუხად ძალიან ხშირად მივიღე: "მართლა?! ჩემთვისაც! მაშინ მოგწერ!" ამათ შორის იყვნენ არამხოლოდ მეგობრები ან საქმიანი პარტნიორები, არამედ მაგალითად, ექიმებიც კი: ხშირად ისინი სხვა პაციენტთან არიან, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად ნახავენ მესიჯს.
რატომ ვურეკავთ ერთმანეთს, თუ ორივეს გვძულს კომუნიკაციის ეს მეთოდი?
6. სატელეფონო ზარებს ბევრი დრო მიაქვს
როგორ ხარ? რას შვები? რავიცი მეც არამიშავს. დედა როგორაა? ბაბუა? იმ დღეს დაგინახე პარკში. და ასე 3-4 წუთის მერე გადავდივართ საქმეზე, რის გამოც რეკავ: უნდა მთხოვო ან შემომთავაზო რამე. გარდა იმისა, რომ მოვცდი ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდი და შეიძლება ფოკუსის დაბრუნებისთვის უამრავი დრო დამჭირდეს, ჯერ არც კი გადავსულვართ მთავარ თემაზე.
შეიძლებოდა ამ რევერანსების გარეშე უბრალოდ მოგეწერა: "გამარჯობა, რაღაც უნდა გთხოვო: …"
7. სატელეფონო ზარები ხშირად უბრალოდ სპამია
ყოველ ჯერზე, როცა გადავწყვიტე, რომ ეგებ რამე საოცარ ამბავს ვაკლდები-მეთქი და ვუპასუხე უცხო ნომერს, ან გამოკითხვის ნაწილი გავხდი, ან მარცხენა ბიბილოს დაზღვევას მთავაზობენ და ან ჯადოსნურ კოსმეტიკურ პროცედურას, რომელშიც ერთი მანქანის ფული უნდა გადავიხადო, ოღონდ მხოლოდ დღეს — ხვალ უკვე ორი მანქანის ღირებულებაზე ავა.
და მაინც, შეიძლება, რომ სატელეფონო ზარები ატანადი გახდეს?
კი! ამაზე ცალკე სტატიაც შეიძლება დავწერო, თუმცა მოკლედ რომ გაგიზიაროთ: ზარისთვის წინასწარ შეთანხმებული დრო, თემა და ხანგრძლივობა ბევრ პრობლემას ხსნის. როცა ვიცი, რომ ხვალ, 3 საათზე 15 წუთი უნდა დავუთმო საქმიან პარტნიორს მიმდინარე პროექტის შესახებ, აუცილებლად გამოვნახავ ამისთვის დროს, ენერგიას და ენთუზიაზმს.
ზარები ჩვენი ცხოვრებიდან კიდევ დიდხანს არ გაქრება: როცა გვაინტერესებს, სადაა ჩვენი მეგობარი ამდენ ხანს ან როცა კურიერი ცდილობს მოაგნოს ჩვენს სადარბაზოს. თუმცა მაინც, ტელეფონოფობიასთან ბრძოლის ნაცვლად, პირიქით — ვაღიაროთ და ავირჩიოთ კომუნიკაციის უკეთესი გზები. ეგებ მაინც ვცადოთ და შევამციროთ მახრჩობელა სატელეფონო ზარების რაოდენობა ჩვენს ცხოვრებაში.
იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, წაიკითხეთ სტატია:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები