7 სასარგებლო რჩევა, თუ განათლების მიღება საზღვარგარეთ გსურს
პროფესიული ცოდნის გაღრმავება, უცხო ენის დონის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობა, თვალსაწიერის გაფართოება და განსხვავებული გამოცდილებისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან შეხვედრა პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს გვიღვივებს სურვილს, ქვეყნის საზღვრებს გავცდეთ და სასწავლებლად ჩვენს საოცნებო უნივერსიტეტებს მივაშუროთ.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ სწავლა მარტივი შეიძლება სულაც არ იყოს, უამრავ ადამიანს ეს ხშირად აუხდენელ ოცნებად მიაჩნია. ამის მიზეზი კი, ძირითადად, მოხალისეობრივი და სასწავლო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ On.ge-მ გადაწყვიტა, აღნიშნული თემის შესახებ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა ნატალია ჭამიაშვილისთვის დაესვა, რომელიც პლატფორმა W4W (განათლება და კარიერული განვითარება) და ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია მოხალისეთა ჰაბის დამფუძნებელია. ნატალია ამჟამად Erasmus Mundus-ის პროგრამით მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს და საკუთარ გამოცდილებასთან ერთად On.ge-ის Instagram Live-ის ფარგლებში რჩევები იმ ადამიანებისთვისაც გაეზიარებინა, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლა სურთ.
გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარება, თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს:
1. მოიძიე დეტალური ინფორმაცია სასურველი პროგრამების შესახებ
თუ საზღვარგარეთ სწავლა გინდა, პირველი ნაბიჯი სასურველი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა. უამრავი ადამიანი შესაძლებლობებს ხელიდან მხოლოდ იმის გამო უშვებს, რომ საჭირო ინფორმაცია არ აქვს. სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლია ფეისბუქ ჯგუფები W4W (განათლება და კარიერული განვითარება) და მოხალისეთა ჰაბი (განათლება და კარიერული განვითარება) გამოიყენო.
თუ უნივერსიტეტიდან გინდა გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა, კარგი იქნება, თუ კონკრეტული უნივერსიტეტის საგარეო დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდებს გამოიწერ. თუ დამოუკიდებლად გსურს სასწავლო ან მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართვა, სხვადასხვა გამგზავნი ორგანიზაციებისა და საელჩოს გვერდები უნდა გამოიწერო, რომლებიც გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებენ. მსგავს და სხვა საინტერესო ინფრომაციას თავად ნატალიას ტიკტოკზეც აღმოაჩენ.
2. გაითვალისწინე უნივერსიტეტისა თუ ორგანიზაციის პრიორიტეტები და მოთხოვნები
თითოეული უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის პროგრამას განსხვავებული პრიორიტეტები და მოთხოვნები აქვს. ეს შესაძლოა, პიროვნულ თვისებებსა და უნარებს ან გამოცდილებას უკავშირდებოდეს, უნივერსიტეტის შემთხვევაში განსაკუთრებით — აკადემიურ მოსწრებას, კონფერენციებში მონაწილეობას, სხვადასხვა აქტივობებს და ა.შ. პრიორიტეტებისა და მოთხოვნების პოვნა მომზადებაში დაგეხმარება, რაც, საბოლოოდ, შესაძლებლობას მოგცემს, შესაბამისი უნივერსიტეტისა თუ ორგანიზაციის სასურველი კანდიდატი გახდე.
3. რეზიუმე კონკრეტული პროგრამის მოთხოვნების მიხედვით შეადგინე
შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური ეფექტური რეზიუმეს მომზადებაა. არასწორია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები ერთსა და იმავე რეზიუმებს განსხვავებულ პოზიციებსა და პროგრამებზე აგზავნიან. რეზიუმე ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა შეადგინო და ის უნარ-ჩვევები, თვისებები და გამოცდილება ასახო, რომელსაც კონკრეტული პროგრამა კანდიდატისგან ითხოვს.
ნატალიას თქმით, სასურველია, რეზიუმე 2 გვერდს არ აღემატებოდეს და სადა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესია ისეთ კრეატიულ სფეროს არ უკავშირდება, რომლის გათვალისწინებაც რეზიუმეში აუცილებელი იქნება. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერის რეზიუმეში მისი პროფესიული უნარები შესაბამისად უნდა ჩანდეს.
ნატალიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეზიუმეს თან ერთვოდეს თარიღები (მაგალითად, სწავლის დაწყებისა და დასრულების) და საკონტაქტო ინფორმაცია. გამოცდილება კი ქრონოლოგიურად, ყველაზე ახლიდან — ძველისკენ უნდა იყოს მითითებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეზიუმეში კონკრეტულ პროფესიასთან და პროგრამასთან შეუსაბამო გამოცდილებისა და განათლების შესახებ მითითება რეკომენდირებული არაა.
4. სამოტივაციო წერილი ზედმეტი არასდროსაა!
საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის სამოტივაციო წერილის დაწერა ხშირად ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თუმცა ასეთის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, ნატალია გვირჩევს, წერილი აუცილებლად გავაგზავნოთ.
სამოტივაციო წერილიც ისევე, როგორც რეზიუმე, კონკრეტული პროგრამის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს და ისეთი უნარ-ჩვევები, მიზნები და გამოცდილება უნდა იყოს წარმოჩენილი, რომელიც უნივერსიტეტსა თუ ორგანიზაციას აინტერესებს. მნიშვნელოვანია, მიუთითო, კონკრეტულად როგორ შეესაბამები აღნიშნულ მოთხოვნებს, რას შესძენ გუნდს ან უნივერსიტეტს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებს შორის სწორედ შენ შეგარჩევენ.
ნატალია გვირჩევს, ვეცადოთ, რომ სამოტივაციო წერილს ერთ გვერდზე მეტი არ დავუთმოთ და გავითვალისწინოთ კონკრეტული პროფესიისა და სფეროს მოთხოვნებიც. მისი თქმით, სამოტივაციო წერილში ისიც აუცილებლად უნდა მივუთითოთ, თუ საიდან შევიტყვეთ კონკრეტული პროგრამის შესახებ ინფორმაცია.
გარდა ამისა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა პრობლემებისა თუ მიზეზების გამო ჩვენთვის სწავლა და მუშაობა პრიორიტეტი არ იყო. ეს შეიძლება იყოს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური მდგომარეობა და სხვ. სამოტივაციო წერილი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მსგავსი პერიოდებისა და მიზეზების შესახებ ორგანიზაციასა თუ უნივერსიტეტს აცნობო.
5. არ დაგავიწყდეს აკადემიური მოსწრების მნიშვნელობა
მართალია, მოხალისეობრივ გაცვლით პროგრამებში აკადემიურ მოსწრებასა და GPA-ს უმეტესად დიდი ყურადღება არ ექცევა და სხვა კრიტერიუმებია პრიორიტეტული, სასწავლო გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში აკადემიური მოსწრება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. უნივერსიტეტმა სწავლისადმი შენი ინტერესი თვალნათლივ უნდა დაინახოს.
რა თქმა უნდა, მუდმივად კარგი ქულების მიღება მარტივი სულაც არაა და ხშირად სტრესთან ასოცირდება. ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ისეთი პერიოდებიც, როდესაც აკადემიური მოსწრება სულაც არაა პრიორიტეტული და ეს სრულიად ბუნებრივია. სწორედ ამიტომ, თუ GPA იმდენად მაღალი არ გაქვს, როგორიც გინდოდა, ეს დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა ჩათვალო. შეგიძლია, მიზეზები უნივერსიტეტს სამოტივაციო წერილში განუმარტო. შეგიძლია, შენი მონდომება და მიზნები იმგვარად წარმოაჩინო, რომ უნივერსიტეტისთვის აკადემიური მოსწრება და ნიშნების ფურცელი პრიორიტეტული სულაც აღარ იყოს.
6. შეძლებისდაგვარად მოემზადე უცხო გარემოში ცხოვრებისთვის
საზღვარგარეთ წასვლასთან ერთად ახალ გარემოში ცხოვრების თანმდევი პრობლემებიც იჩენს თავს და სულაც არაა გასაკვირი, რომ ეს ცოტათი მაინც გაშინებდეს. ამ შიშის დასაძლევად ნატალია პრობლემებისა და მათი მოგვარების სტრატეგიების წინასწარ ჩამოწერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ დანერგვას გვირჩევს. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო ბიუჯეტის სწორად განაწილებაა, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს.
7. გამოიყენე ნებისმიერი შესაძლებლობა და არ დანებდე!
შესაძლოა, ახლა კონკრეტულ მოთხოვნებს არ შეესაბამები ან უბრალოდ არ გაგიმართლა. ეს დანებების საფუძველი ნამდვილად არაა! გააანალიზე, რა გიშლის ხელს მიზნის მიღწევაში, ეცადე აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრა და, პარალელურად, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენო. მთავარია, არ დანებდე და ოცნებას აუცილებლად აიხდენ!
ნატალიასა და On.ge-ის ინსტაგრამის Live და სხვა რჩევები სრულად შეგიძლია ამ ვიდეოში ნახო:
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები