"რას ნიშნავს პრობლემები შემექმნება? რაღაცას მიწყობთ?" — გვენეტაძე ხვიჩიას რეპლიკაზე
გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აღარიბებს. ამის შესახებ მან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენენ.
ხვიჩიამ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე საქართველოში ინფლაციის ზრდაზე ისაუბრა. მან გვენეტაძეს ჰკითხა, რა შემთხვევაში გადადგებოდა და მიხვდებოდა, რომ "რას ვაკეთებ, რაღაც პრობლემები შემექმნება".
"წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ ასეთი უტიფრობით, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი თურმე გავლენას ახდენს საქართველოში ინფლაციაზე და არ ახდენს საკუთარ ქვეყნებში. ეს რომ მოგყავთ, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმისთვის, რომ დღის წესრიგში დადგეს მისი გადადგომის საკითხი, ფიზიკურად თქვენი ზღვარი რა არის. კანონით ვერავინ ვერ გადაგაყენებთ, პარლამენტში არ არსებობს ამის რესურსები, პირობითად. მაგრამ ხომ არსებობს ადამიანური მორალი, თქვენი. რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ თვითონ მოგივიდეთ აზრად, რომ ასე სიარული ქუჩაში არ შეიძლება, ვიღაცა მიხვდება საბოლოო ჯამში, რას ვაკეთებ, ვერ გავივლი, რაღაც პრობლემები შემექმნება. თქვენი მორალური ზღვარი სად არის, როდის გადადგებით, რა უნდა დააშავოთ", — თქვა იაგო ხვიჩიამ.
ამ სიტყვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და დეპუტატს შორის მცირე შელაპარაკება მოყვა:
გვენეტაძე: რას ნიშნავს, პრობლემები შემექმნება?
ხვიჩია: აი, თქვენ ახლა ხომ დამალული ხართ?.. არ გიცნობენ...
გვენეტაძე: ანუ თქვენ რაღაცას მიწყობთ? თუ რაშია საქმე?
ხვიჩია: მე არაფერს არ გიწყობთ. მე არ მითქვამს...
გვენეტაძე: არა, დააკონკრეტეთ თუ შეიძლება...
ხვიჩია: კი, როგორ არა, დავაკონკრეტებ. იმიტომ რომ თქვენ კი არ გიწყობთ...
გვენეტაძე: ეს უნდა განვიხილოთ აუცილებლად. ე.ი. თქვენ მე მემუქრებით, რომ რაღაცას მომიწყობთ ქუჩაში, ხო?
ხვიჩია: დამამთავრებინეთ, თუ შეიძლება. იცოდეთ სადაც ხართ. მაგრამ ისე, ზოგადად, რომ გემუქრებით, ეგ ფაქტია, მაგრამ არა ისე, თქვენ როგორც გგონიათ.
გვენეტაძე: თქვენ თვით რომ რაღაცა მომიწყობთ...
ხვიჩია: ჩვენ გავაგებინებთ მთელ საზოგადოებას თქვენ ვინ ხართ, რა ჩაიდინეთ ზოგადად ამ ქვეყნის წინაშე, როგორ აღარიბებთ და აღატაკებთ ადამიანებს, რამდენი სიცოცხლეა თქვენს კისერზე. უბრალოდ ფულს ბეჭდავთ. ფულს ბეჭდავთ და მერე გაუფასურებას აბრალებთ შოკებსა და შოკუნიებს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები