პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია იქმნება. მასში სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან. ფრაქციას შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი.

"ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფრაქცია არის მექანიზმი უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებიდაც შემოვედით ამ პარლამეტში და რომლის რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ჯერ უცნობია, როდის შევა გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში. გარდა ამისა, ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ მის თანაპარტიელს, თამარ კორძაიას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

ახალიფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე იქნება, ხოლო მოადგილე პაატა მანჯგალაძე. ამასთან, ფრაქციის აპარატს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტში ეს უკვე მეორე ოპოზიციური ფრაქციაა. რამდენიმე კვირის წინ ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის შეიქმნა, რომელსაც პარტია ლელოს გარდა,დამოუკიდებელი დეპუტატები — სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ.