10 ადგილი თბილისში, სადაც შეგიძლია სამადლობელი დატოვო
გემრიელი და ნოყიერი საუზმე, საქმიანი ლანჩი თუ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ საყვარელ ადამიანებთან ერთად ვახშამი — რესტორნები, კაფეები თუ ბარები არა მხოლოდ გემრიელ კერძებსა და სასმელს, არამედ განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და განწყობასაც გვიქმნიან. ეს, რა თქმა უნდა, დიდწილად მომსახურე პერსონალის დამსახურებაა. მომსახურე პერსონალი მუდმივად ზრუნავს სტუმრების კომფორტსა და კმაყოფილებაზე, რის შემდეგაც მათთვის მადლიერების გამოხატვა ჩვენც გვინდება. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი ე.წ. "თიფის" ანუ სამადლობელის დატოვებაა.
სწორედ ამ მიზნით საქართველოს ბანკი მომხმარებლებს შესანიშნავ გზას — სამადლობელს სთავაზობს, რომლითაც ობიექტებში უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურე პერსონალისთვის ე.წ. "თიფის" დატოვებაა შესაძლებელი. თუ მომსახურების ობიექტებში — კაფეში, ბარსა თუ რესტორანში სერვისის სათანადოდ გაწევის შემდეგ, მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურს, მაგრამ ნაღდი ფულის სახით საჭირო თანხა არ გაქვს, ამ პრობლემას სამადლობელიის ფუნქციის მქონე ტერმინალი მოგიგვარებს.
ჩვენ კი გთავაზობთ 10 ადგილს, რომელშიც მომსახურე პერსონალის მიმართ შენი მადლიერების გამოხატვა სამადლობლით შეგიძლია:
1. ბერნარდი
ბერნარდის გემრიელ ლუდს ხინკალთან ერთად, მადლიერებაც უხდება, რომელიც შეგიძლია, მომსახურე პერსონალს საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტის დახმარებით გაუზიარო.
მისამართი: გ. ტაბიძის ქუჩა 3/5; ალ. ყაზბეგის გამზირი 16ა.
2. სახაჭაპურე N1
თუ ხინკალი და ლუდი არ გინდა, შეგიძლია, გემრიელი ხაჭაპურით ისიამოვნო, რომელიც სახაჭაპურე N1-ის გემრიელ კერძებს შორის ერთადერთი როდია.
მისამართი: რუსთაველის გამზ. 5; სავაჭრო ცენტრები გალერეა თბილისი, ისთ ფოინთი და თბილისი მოლი.
3. PAUL
მსუყე კერძების შემდეგ გემრიელ დესერტებს PAUL-ში აღმოაჩენ. თავადაც დამტკბარს მადლიერების გამოხატვა თუ მოგინდება და თან ნაღდი თანხა არ გექნება, საქართველოს ბანკის სამადლობელი დაგეხმარება.
მისამართი: ი. აბაშიძის 26; ალ. ყაზბეგის 15; გ. ტაბიძის 3/5.
4. ლოლიტა
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან განტვირთვა თუ გინდა, შეგიძლია ლოლიტას ესტუმრო. გემრიელი კერძებისა თუ დესერტების დაგემოვნებისა და სასიამოვნო დროის გატარების შემდეგ არც სამადლობელის დატოვება დაგავიწყდეს.
მისამართი: ჭოველიძის ქ. 7
5. კოფისტა
თუ მეგობრებთან შეხვედრა, ყავის წრუპვა და გემრიელი დესერტით სიამოვნების მიღება გინდა, შეგიძლია, კოფისტას ეწვიო და დროის სასიამოვნოდ გატარების შემდეგ, მომსახურე პერსონალი სამადლობლით გაანებივრო.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 22ა; თაქთაქიშვილის ქ. 7/9; კოტე აფხაზის ქ. 13; რ. ერისთავის ქ. 14; რუსთაველის გამზ. 52; სავაჭრო ცენტრები გალერია თბილისი და თბილისი მოლი.
6. სტამბა
მეგობრებთან თუ საყვარელ ადამიანთან შესახვედრად სტამბაც მშვენიერი ადგილია, სადაც სასურველი კერძის პოვნა და სიამოვნების მიღება ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია.
მისამართი: მ. კოსტავას 14.
7. They Said Books
ცოტა ხნით ხალხმრავლობისგან თავის დაღწევა და წიგნებს შორის სიმშვიდის პოვნა ხომ არ გჭირდება?! თუ ასეა, They Said Books სწორედ საშენო ადგილია. ნანატრი სიმშვიდით ტკბობის შემდეგ, მომსახურე პერსონალისთვის სამადლობელის დატოვება ნამდვილად არ დაგავიწყდება.
მისამართი: გ. ახვლედიანის 10.
8. შუშაბანდი
დაუვიწყარი საღამოებისთვის ღირსეულ მასპინძლობას შუშაბანდიც გაგიწევს და სასიამოვნო სტუმრობის დასასრულს, მომსახურე პერსონალის მიმართ მხოლოდ სამადლობელი სიტყვებით ნამდვილად ვერ შემოიფარგლები.
მისამართი: ვ. პეტრიაშვილის 1.
9. ზალა რესტორანი და მარანი
თუ გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება გსურს, შეგიძლია ზალას მიაშურო და ხელგაშლილ მასპინძლებს მადლობა შესაბამისი გულუხვობით — სამადლობლით გადაუხადო.
მისამართი: ბ. ბელინსკის 2
10. 8000 მოსავალი
საღამოს ჭიქა ღვინით დასრულებას რა სჯობს?! 8000 მოსავალი საუკეთესო არომატების დიდ არჩევანს შემოგთავაზებს, შენ კი საპასუხოდ შეგიძლია, კარგი განწყობა მომსახურე პერსონალს სამადლობლით გაუზიარო.
მისამართი: ს. ცინცაძის 26; ი. აბაშიძის 60.
აღნიშნული ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა, მოითხოვო საქართველოს ბანკის ტერმინალი, მასზე ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადო მომსახურების საფასური და მასთან ერთად დატოვო სამადლობელიც. ე.წ. "თიფის" გადახდა ნებისმიერი ბანკის (Visa და MasterCard) ბარათითაა შესაძლებელი. ასევე, შეგიძლია, Apple Pay-სა და Tskapp აპლიკაციაც გამოიყენო, თუმცა მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები