ორწლიანი პაუზის შემდეგ იერუსალიმში გეი პრაიდი ისევ გაიმართა
3 ივნისს ისრაელში იერუსალიმის ყოველწლიური გეი პრაიდი გაიმართა. მსვლელობას, რომლის მოწოდებაც თანასწორობისა და ლგბტქ თემის უფლებების დაცვა იყო, 7 500 ადამიანი დაესწრო. ამასთან, პრაიდზე მობილიზებული იყო 3 000-ზე მეტი პოლიციელიც, რადგან რამდენიმე წლის წინ მსგავსი ღონისძიების მონაწილეებს თავს დაესხნენ.
იერუსალიმის წლევანდელი პრაიდი 2015 წლის ღონისძიებაზე დაღუპული 16 წლის შირა ბანკისადმი პატივის მისაგები ლოცვით დაიწყო. ბანკის მაშინ ულტრაორთოდოქსი ექსტრემისტები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც გოგო მიყენებული დაშავებებისგან გარდაიცვალა. შირას პატივი მსვლელობის გზაზეც მიაგეს მისი მკვლელობის ადგილას.
2,5-კილომეტრიანი მარში ქალაქში ნაშუადღევს, თავისუფლების ზარის პარკიდან დაიწყო და დამოუკიდებლობის პარკამდე გაგრძელდა. ამ მსვლელობით სიმბოლურად აღინიშნა ისრაელში პრაიდის თვესთან დაკავშირებული ღონისძიებების დაწყება.
კოვიდპანდემიის გამო, გასულ წელს იერუსალიმის პრაიდი არ გამართულა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მსვლელობის მასშტაბური დაგვირგვინება დამოუკიდებლობის პარკში წელსაც გაუქმდა.
თუმცა, უსაფრთხოების ზომები მხოლოდ კორონავირუსისგან თავდაცვას არ ეხებოდა. მსვლელობის პარალელურად ულტრამემარჯვენე და ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მცირე ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავდა. ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე კი პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პრაიდის მონაწილეებს მკვლელობით ემუქრებოდა.
წლევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს ქნესეთში (ისრაელი საკანონმდებლო ორგანო) ჰომოფობიურად განწყობილი კანონმდებლების ყოფნა.
იერუსალიმის გეი პრაიდს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორიც.
"წმინდა ქალაქში, ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, სადაც თანაცხოვრობს ებრაელი, არაბი, ასევე რელიგიური თუ სეკულარული მოსახლეობა, რომელიც წმინდა ადგილია ებრაელი, მუსლიმი და ქრისტიანი მომლოცველებისთვის, გუშინ გაიმართა ღირსების მარში, პირველად, კოვიდპანდემიის შემდეგ", — წერს გიდორი.
პოსტის კომენტარებში ის ასევე აღნიშნავს, რომ მათი, როგორც ისრაელელი დიპლომატების ვალდებულებაა, ხელი შეუწყონ თანასწორობისა და მეგობრობის ღირებულებების გავრცელებას.
ისრაელი ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთის ყველაზე პროგრესულ ქვეყანად მიიჩნევა. მიუხედავად ადგილობრივი საზოგადოების ნაწილში ტრადიციული, მათ შორის, რელიგიური მსოფლმხედველობის გავლენისა, თელ-ავივ-იაფაში ყოველწლიურად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პრაიდი იმართება, რომელსაც ასიათასობით ადამიანი ესწრება. პრაიდის თვის აღსანიშნავად, გასულ წელს ქალაქის მერმა, რონ ხულდაიმ, განაცხადა, რომ თელ-ავივში ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების კავშირები ოფიციალურად გაფორმდებოდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები