როგორ გრილდებოდნენ ძველად, სანამ კონდიციონერს გამოიგონებდნენ (11 ფოტო)
კონდიციონერებს თანამედროვე ადამიანები დიდ ყურადღებას სულ არ ვუთმობთ, გგვონია, რომ სულ არსებობდა და სულ იქნება, მაგრამ ასე, ოთხმოცი-ასი წლის წინ, მის შესახებ არაფერი სმენოდათ. მიუხედავად ამისა, ძველ დროში ადამიანები მაინც პოულობდნენ რაღაც გზებს, რომ მზის დატყმას და სიცხისგან სიკვდილს გადარჩენოდნენ. ასე, მაგალითად:
1. გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ
გამოქვაბულები — ბუნებრივი კონდიცონერები! უეჭველია, რომ ჩვენი ჭკვიანი წინაპრები საშინელი ხვატისას აქედან ფეხს არ გაადგამდნენ. რაც მთავარია, ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო აშენებდნენ სახლებს გამოქვაბულებში და მეტიც, ამერიკის სამხრეთში მაცხოვრებელი ადგილობრივი მოსახლეობის შემთხვევაში, გამოქვაბულში მთელი ცივილიზაციაც კი პოულობდა მყუდრო და რგილ სავანეს.
2. მარაოებს ინიავებდნენ
არ აქვს მნიშვნელობა რაზე ვსაუბრობთ: ფარაონებისთვის მონების მიერ დანიავებულ პალმის რტოებზე თუ დედოფალ ელისაბეტ პირველის სირაქლემის ბუმბულებით გაწყობილ მოდურ მარაოებზე, გრილი ჰაერის ხელით დაბერვა პერსონალური კონდიცირების უძველესი ფორმაა.
3. თეთრეულს ასველებდნენ და აორთქლებდნენ
თუ მეშვიდე-მერვე კლასის ფიზიკას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ აორთქლება დატენიანების ერთ-ერთი გზაა. ძველი ეგვიპტელები სახლებში სველ თეთრეულს კიდებდნენ და გვალვიან პერიოდში გამომშრალ ჰაერს ასე ატენიანებდნენ. უფრო ახალ დროში ამერიკაში ახალმოსახლეები სველ თეთრეულშიც კი წვებოდნენ, რომ სიცხეს გადარჩენოდნენ.
4. აშენებდნენ "ქარმჭერ" კოშკურებს
სპარსულ არქიტექტურაში ეს კოშკურები ძლიერი უდაბნოს ქარების "დასაჭერად" გამოიყენებოდა. მაღალი ფანჯრების დახმარებით ქარი კოშკურის ღია მხარიდან შედიოდა და შენობაში მიემართებოდა, რაც ცხელ ჰაერს "აიძულებდა" ზემოთ ამოსულიყო.
5. თოვლით გრილდებოდნენ
ძველი ბერძნებიდან მოყოლებული რენესანსის პერიოდით დამთავრებული თოვლი ცხელ დღეებში ნამდვილი სიმდიდრე კი იყო. მათ თოვლი ახლომდებარე მთებიდან ჩამოჰქონდათ და სპეციალურ ორმოებში ინახავდნენ. ისინი ყინულს ყრიდნენ სასმელებში, იყენებდნენ საკვების დიდხანს შესანახად და სახლის გარშემოც კი აწყობდნენ, რომ აორთქლების ეფექტით გაგრილებულიყვნენ.
6. ტალახს, მიწას და აგურებს იყენებდნენ
როგორც აღმოჩნდა, ეს მზით დასიცხული ტალახის შენობა მზის ენერგიაზე "მუშაობს". აგურები სიცხეს დღის განმავლობაში "ისრუტავს" და ღამით გარეთ უშვებს, რითაც სახლის შიგნით ტემპერატურის რეგულაციას უწყობს ხელს. ეს კარგად ხსნის იმ ფაქტს, რატომ აშენებდნენ მასიურად სახლებს აგურით ინდუსტრიული რევოლუციიდან კონდიციონერების მასობრივად გავრცელებამდე.
7. ხეებს იჩრდილავდნენ
თუ გიკვირს, რატომაა შენი მშობლიური სოფლის ეზოში იმაზე მეტი ხე დარგული, ვიდრე ქალაქის ერთ მთელ უბანში, უნდა იცოდე, რომ გასაკვირი არაფერია. ძველ დროში სახლების აშენების შემდეგ კი არ რგავდნენ ხეებს, არამედ სახლს აშენებდნენ ხეებს შორის, იქ, სადაც ბუნებრივი ჩრდილი უკვე იყო. ან თუ ძალიან მდიდარი იყავი, შეგეძლო სახლი აგეშენებინა და უკვე გაზრდილი, დიდი ხეები მერე გადმოგერგო. კაცია და გუნება!
8. კედლებში მაღალ, სიმეტრიულ ფანჯრებს სვამდნენ
დიდი, თვალუწვდენელი ფანჯრები ადრე მხოლოდ გარეთ გასახედად კი არ კეთდებოდა, მას ვენტილაციის კარგი უნარიც ჰქონდა. ძველ სახლებში ლამის ყველა კედელში შეხვდებით რამდენიმე ფანჯარას, რაც სწორედ გაგრილების მიზნით კეთდებოდა.
9. სახლის წინ გადახურულ ვერანდებს აკეთებდნენ
მსოფლიოს გარშემო კერძო სახლებში ხშირად ნახავთ ასეთ ვერანდებს, რომელიც საზაფხულოდ საუკეთესო ადგილია — ნიავიც ქრის, პატარა სასადილო ოთახის ფუნქციებსაც ითავსებს და სარწეველას თუ დადებ, ნამდვილ ოაზისად იქცევა.
10. ტანსაცმელებს სელის ქსოვილისა და მიტკლისგან კერავდნენ
აბა, გადახედე, რა ტიპის ქსოვილი ჭარბობს შენს გარდერობში. ალბათ უმეტესობა პოლიესტერი, სპანდექსი ან ლიკრაა. ასეთი ქსოვილები კი საერთოდ არ სუნთქავს, რასაც ახლა არაუშავს, კონდიციონერი ხომ გვაქვს... თუმცა ძველ დროს ასე არ იყო. ძველი ეგვიპტელები ქსოვილს პაპირუსისგან ამზადებდნენ და ხმელთაშუა ქვეყნებში გაჰქონდათ ექსპორტზე. აი ცოტა მოგვიანებით, მაგალითად, მარია ანტუანეტამ მთელი ერის მრისხანებაც კი გამოიწვია იმის გამო, რომ ზაფხულში თხელი ტანსაცმელი ეცვა.
11. ქმნიდნენ ცენტრალური გაგრილების სისტემებს
მართალია, სტატია იმას ეხება, როგორ გრილდებოდნენ გაგრილების სისტემების გამოგონებამდე, მაგრამ ამ სიაში ძველი რომაელების წვლილის გამოტოვება, უბრალოდ, დანაშაულია. რომაელები სახლების კედლებში ვიწრო მილებს აყოლებდნენ და ცივი წყლის ცირკულაციით ოთახებს აგრილებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძველ დროში კიდევ უამრავ გზას იყენებდნენ გასაგრილებლად, დღეს თავგანწირვა საჭირო სულაც არაა. ზაფხულის სიცხეში შენი საუკეთესო თანაშემწე კონდიციონერი გახდება. და თუ ფიქრობ, სად შეგიძლია შეიძინო მაღალი ხარისხის კონდიციონერები საუკეთესო ფასად, გეტყვით, რომ ალტას უნდა მიაკითხოთ.
ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. რაც მთავარია, ალტაში 21 მაისიდან თვის ბოლომდე "დამოუკიდებლობის კვირეულთან" დაკავშირებით დიდი ფასდაკლებებია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები