მოვითხოვთ, კობახიძის კომენტარზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება — ქემოკლიძე
პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მოითხოვენ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუყოვნებლივ გამოძიება დაიწყოს.
"გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ვიმეორებ - არა მთავრობამ, არა უსაფრთხოების სამსახურმა, არა სამართალდამცავებმა, არამედ, ირაკლი კობახიძემ ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, დღესაც მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, გადატრიალების მომზადებაში რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობიდან მიაწოდეს", — ამბობს ქემოკლიძე.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.
"ღიმილისმომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა, რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს... ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები დღეს ზრუნავდნენ ხალხზე, ორივე მხარე დღეს გახარიას და "საქართველოსთვის" ოპოზიციაშია. ისინი ჩვენი პოლიტიკური ძალის და მომავლის შიშმა ისე დააახლოვა და დაამსგავსა ერთმანეთს, რომ მათ შორის მორალური ზღვარი მოიშალა!", — ამბობს პოლიტსაბჭოს წევრი.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. კობახიძე პირდაპირ არ ამბობს, რომ გახარია პრემიერობისას ენმ-სთან კავშირში იყო, თუმცა მიანიშნებს, რომ მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებაზე მისი მოთხოვნა ემთხვეოდა ენმ-ს გეგმას 2-3 დღეში ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ ფრაზას იმის შესახებ, რომ კობახიძე გახარიას მძიმე ბრალდებას უყენებს, ის პასუხობს, რომ "ასე გამოდის".
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
კომენტარები