უაღრესად მნიშვნელოვანია, აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, გაიყვანონ ბავშვები — მამა ზაზა ნინოწმინდის პანსიონზე
მამა ზაზა თევზაძე აცხადებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანასთან დაკავშირებით.
"ბევრი კითხვებია, ისეთი კითხვები, რომელზეც პასუხი აუცილებელია, მაგრამ, როდის გაეცემა, მე არ ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ სასამართლო დადგენილება მოვისმინე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალაში შევიდეს და აღსრულდეს, რომ იქედან [ნინოწმინდის პანსიონი] იქნას გაყვანილი ის ბავშვები. ახალ ველოსიპედს ხომ არ ვიგონებთ?! არსებობს ეს პრაქტიკა და ამის აღსრულება შესაძლებელია. ამის მონიტორინგი მთელი საზოგადოებისთვის არის, იმიტომ, რომ ესენი ჩვენი შვილები არიან. მაინცდამაინც ის ხომ არ არის აუცილებელი, რომ შენი გენები ჰქონდეს ყველას?!" — განაცხადა მამა ზაზამ ფორმულას ეთერში.
იგი ეკლესიის პოზიციას აფასებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების აბუჩად აგდებას. მისი თქმით, ეკლესიას საკითხთან მიმართებით აქვს უხეში და ბრუტალური მიდგომა, რაც აზიანებს თავად მასაც და სახელმწიფოსაც.
"ბავშვის თემა იმდენად მნიშვნელოვანია, ბავშვთან შეხება, მასთან ურთიერთობა, შესაბამისი მას მომზადებაც უნდა ჰქონდეს უნდა იცოდეს, რაღაცა კონცეპტუალური არსი უნდა იდოს, რომ რისი გაკეთება შეუძლია და რატომ მაინცდამაინც ეს. მე ვიტყოდი, რომ ეკლესიის ასეთი უხეში, ასეთი ბრუტალური მიდგომით ზიანდება როგორც ეკლესია, [ისე] მთელი საზოდადოება, სახელმწიფო — აბუჩად აგდებული არის სახელმწიფო ინსტიტუტები, მთელი საზოგადოება. ჰოდა, რატომ აირჩიეს [ეს მიდგომა] მეც არ ვიცი, მართალი რომ გითხრათ. იმდენად სულის შემძვრელია და შოკის მომგვრელია ეს ყველაფერი, რომ მეც შეწუხებული ვარ", — განაცხადა მამა ზაზამ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ უწევს იმ ინსტიტუციის კრიტიკა, რომელსაც თავად წარმოადგენს, თუმცა, ფიქრობს, რომ მსგავს საკითხებზე გაჩუმება არ შეიძლება.
"მე იმ ინსტიტუციას წარმოვადგენ, რომლის კრიტიკაც მიწევს და თავზე ხელს ამისთვის არავინ არ გადამისვამს და არც მადლობას არავინ მეტყვის, მაგრამ, მე მაქვს ჩემი ურთიერთობა ჩემს ღმერთთან, რის გამოც ვარ მე ეკლესიაში და რისთვისაც მივუძღვენი ჩემი თავი ამას. ეს არის ჩემთვის ყველაზე არსებითი. ამიტომ, მსგავს რაღაცებზე გაჩუმება არ შეიძლება", — განაცხადა მამა ზაზა თევზაძემ.
დღეს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ. მოსამართლე ივანე ღლონტმა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საჩივარი გუშინ, 5 მაისს დააკმაყოფილა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები