40-მდე ორგანიზაცია ნინოწმინდის პანსიონში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებზე სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე 40-მდე ორგანიზაცია მოითხოვს შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ბენეფიციარების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებების გამოიძიებს. მათი მოთხოვნა ეფუძნება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს განცხადებას, რომელმაც ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების მდგომარეობა წამებად და არასათანადო მოპყრობად შეაფასა.
"საჭიროა ამ სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება და ფაქტების დოკუმენტირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამისთვის უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით (იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები)", — ვკითხულობთ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფი, რომელიც გადაუდებლად დაგეგმავს კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების ღონისძიებებს.
ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ხაზს უსვამენ ძალადობის ფაქტებზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელობას. მათი შეფასებით, პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შესაბამისად, ძალადობის ქვეშ არიან.
ორგანიზაციების განცხადებით, კრიზისის მართვის პარალელურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული და უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის, სადაც ისინი განვითარებასა და გადატანილ სტრესთან გამკლავებას შეძლებენ.
"კრიზისის გადასაჭრელად, აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა მივმართოთ ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. იქ, სადაც ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა ზრუნვის ალტერნატიული, ბავშვის უფლებებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფორმებით", — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიმართავენ მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად.
"საყოველთაოდ ცნობილია და მტკიცებულებით გამყარებულია, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის ზონა. ამ რისკების აღმოსაფხვრელად, უკვე წლებია, რაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, ახორციელებს დეინსტიტუციონალიზაციის, ანუ, ბავშვთა დიდი ინსტიტუციების დაშლისა და ბავშვებზე ზრუნვის უსაფრთხო ალტერნატიული ფორმების დანერგვის სტრატეგიას. ჩვენს სახელმწიფოში არავის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვებზე ზრუნვის საკითხებში წავიდეს სახელმწიფო სტრატეგიის წინააღმდეგ და შექმნას ბავშვთა ახალი დახურული ინსტიტუციები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 36 ორგანიზაცია. ესენია:
- საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება;
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT;
- ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი;
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT ქუთაისი;
- ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - თბილისი;
- საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია;
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა;
- საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის;
- მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი;
- ბავშვთა და მოზარდთა თერაპიის სტუდია ფელიქსი;
- საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP;
- საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი;
- საქართველოს EMDR ასოციაცია;
- შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემია;
- ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია;
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
- ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი;
- ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი — მწვანე სახლი;
- საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია;
- ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის, გეშტალთ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი საქართველოში;
- ააიპ მშობლები განათლებისთვის;
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია;
- კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი;
- საქართველოს ესოს ბავშვთა სოფელი;
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი დიალოგი;
- ფსიქოთერაპიის სახლი კამარა;
- თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი;
- საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი;
- ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია;
- პიროვნული და პროფესიული გავითარების სივრცე კაიკონა;
- ა(ა)იპ ღია სახლი;
- საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია/GYPA;
- საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი — კონტაქტი;
- კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც აერთიანებს სფეროში ჩართულ 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები