პოლიტიკოსი და სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, დმიტრი გუდკოვი ამბობს, რომ რუსეთი დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. გუდკოვი პირველ ივნისს იჯარის გადაუხდელობის ბრალდებით დააკავეს და ორ დღეში გამოუშვეს. საქმე ეხება არასაცხოვრებელი ფართის იჯარას, რომელზე ხელშეკრულებაც მოსკოვის მერიასთან არის გაფორმებული. პოლიტოსთან ერთად დააკავეს მისი დეიდაც, ირინა ემილოვა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ მითხრა, რომ თუ ქვეყანას არ დავტოვებდი, ყალბი სისხლის სამართლის საქმე ჩემს დაკავებამდე გაგრძელდება. თუ დავრჩებოდი, მითითებაა მიცემული, გუდკივის საქმე "ნებისმიერი მეთოდით გადაწყდეს", — წერს პოლიტიკოსი თავის ტელეგრამარხზე.

გუდკოვს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმე იმისთვისაა აღძრული, რომ არჩევნებზე არ დაუშვან.

გამოცემა ინტერფაქსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის დატოვებით გუდკოვმა გაუსვლელობაზე ხელწერილი დაარღვია, რის გამოც, შესაძლოა საგამოძიებო ორგანოებმა პოლიტიკოსის დაკავება მოითხოვონ.

სახელმწიფო დუმის დატოვების შემდეგ დმიტრი გუდკოვი ერთ-ერთი პოპულარული ოპოზიციონერი დეპუტატი გახდა. აპრილის დასაწყისში მან განაცხადა, რომ დუმის არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას და პარტია იაბლოკოსთან აქვს მოლაპარაკებები.