გახარია ამბობდა, რომ ზვიად რატიანის საქმეზე არაფერს ნანობს, ახლა კი ამტკიცებს, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს
გიორგი გახარია, რომელიც მთავრობაში ყოფნისას ამბობდა, რომ მწერალ ზვიად რატიანის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს არ ნანობს, ახლა საპირისპიროს ამბობს. მისი თქმით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობას გრძნობს. ჟურნალისტის რეპლიკაზე, "ნანობთ ამ კადრების ამბავს?", გახარია პასუხობს: "დიახ".
"პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიუხედავად იმისა, შენ პოეტი ხარ, მწერალი ხარ, რიგითი მოქალაქე, ჩინოვნიკი, ეს პრობლემაა და ამაზე ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ იყო მეორე მდგენელი, როდესაც გარკვეული ფირები გავრცელდა და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს იყო არასწორი, არაეთიკური მოვლენა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და მე ამაზე უნდა მეზრუნა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს", — განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში.
თუმცა ამავე ეთერში 2019 წლის 22 მარტს რატიანის საქმის შეფასებისას გახარია ამბობდა, რომ არცერთი წუთით ნანობს იმას, რაც მოხდა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას არ ნანობს მინისტრი, გახარიამ უპასუხა, რომ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობდა.
"არცერთი წუთით იმაზე, რაც მოხდა მაშინ, არ ვნანობ. იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველგან, ნასვამები ვართ, ქუჩაში ვართ თუ სადა ვართ და რას ვამბობთ იმაზეც. [...]
პოლიციას აქვს ლეგიტიმური უფლება ძალადობის და ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, კანონმდებლობით დადგენილი. სხვანაირად სახელმწიფოში წესრიგი ვერ დამყარდება", — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მაშინ ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა სამინისტროს დანაშაული ის, რომ რატიანის კადრები გავრცელდა და მას ზეწოლის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, გახარია პასუხობდა, რომ ცუდია, თუ რატიანს ქვეყნის დატოვება მოუწია, მაგრამ მან დანაშაული ჩაიდინა, რაც სასამართლომაც დაადგინა.
"რა ქნას იმ პოლიციელმა, რომელიც ასევე იყო ნაჩვენები და რომელსაც ამ ადამიანმა პირდაპირ ეთერში, ქალაქის ცენტრში მიაყენა შეურაცხყოფა, არ მინდა ახლა იმ სიტყვების გამეორება. ამ ადამიანის უფლებებს თქვენ არ იცავთ?" — ჰკითხა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ზვიად რატიანის საქმე
პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა.
საზოგადოებრივმა მაუწყებლის თვთრეგულირების მექანიზმის სააპელაციო საბჭომ პირველ მარტს რატიანის ვიდეოს მათ ეთერში გავრცელების საკითხი განიხილა და პერსონალური მონაცემების დარღვევა ვერ დაინახა.
2018 წლის 2 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა. რატიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები