მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება

ფოტო: Pixabay / Pexels
მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა, რომლის მიხედვითაც, წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება — აქამდე არსებული პროგნოზი 4,3% იყო.
როგორც ჩანს, მოლოდინების პოზიტიური მიმართულებით ცვლილება აპრილში საქართველოს ეკონომიკის 44,8%-იან ზრდას უკავშირდება. რაც შეეხება მომავალი წლების პროგნოზებს, როგორც 2022 წელს, ასევე 2023 წელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდას ელოდება.
მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში 2021 წელს ეკონომიკა 3,6%-ით, ხოლო 2022 წელს 4,2%-ით გაიზრდება. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ზრდა, უმთავრესად, პანდემიასთან დაკავშირებული შოკების აღმოფხვრაზე იქნება დამოკიდებული.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები