ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიციას ბლოკით პარლამენტში შესული დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი "სადამსჯელო ოპერაციაა". მისი თქმით, მმართველ პარტიას "სახელმწიფო ბიუჯეტი ბიძინას ყულაბა" არ უნდა ეგონოს.

"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც თავისი სულისკვეთებით შეშურდებოდათ თვით სტალინსა და ბერიასაც კი. ჯერ ერთი, ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგაზიაციის კვლევით, და ამას ბევრი კვლევაც არ სჭირდება, ოპოზიციური პარტიები მმართველ პარტიასთან მიმართებაში ისედაც ართანაბარი დაფინასნებით არიან, რატომ? კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი — იმიტომ, რომ თქვენი რესპრესიული პოლიტიკის გამო, ოპოზიციური პარტიების დაფინასნება ბიზნესმენებს უჭირთ.

სამაგიეროდ, თქვენი შემომწრიველები არიან ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის ხარჯზე იგებენ ტენდერებს და შემდეგ კლასიკური კორუფციით ხდებიან თქვენი ე.წ. შემომწირველები. თქვენ გავიწყდებათ, რომ ძლაინ მალე ოპოზიციაში უნდა იყოთ და ეს შემოტანილი ცვლილებები იქნება თქვენივე თავსატეხი. თქვენ რომ მართლა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია იყოთ, კი არ უნდა ცდილობდეთ დაფიანსნება შეუწყვიტოთ პოლიტიკურ პარტიებს, უნდა ცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს პოლიტიკური ველი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისთვის.

საერთოდ, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი მართლა ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ, რომ როგორც გინდათ ისე გადაანაწილებთ. ეს არის საქრთველოს მოქალაქეების გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი და მოქალქეები თვითონ გადაწყვეტენ რომელი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას უნდა დაუჭირონ მხარი", — თქვა მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საუბარია, რომ თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმონადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.