ბაიდენმა NATO-ს საქართველოსთვის მაპის უზრუნველყოფისკენ უნდა მოუწოდოს — სენატორი პორტმანი
"ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ NATO-ს საქართველოსთვის მაპის უზრუნველყოფისკენ უნდა მოუწოდოს", — ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, რობ პორტმანი, The Wall Street Journal-ის საავტორო სვეტში წერს.
სტატიაში "როგორ შეუძლია ბაიდენს, ჟენევაში წინ აღუდგეს პუტინს", ის ბაიდენსა და პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრასა და მის აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიზიტზე საუბრობს. ამ ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინაში, ლიეტუვასა და საქართველოში იმყოფებოდა და სტატიაში აღნიშნავს, რომ პირადად გახდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციისა და ბორდერიზაციის მოწმე.
"თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, მათ შორის საზღვრებზე სამხედრო საფრთხეები, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას", — წერს რობ პორტმანი და აღნიშნავს, რომ საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს.
მისი აზრით, აშშ-მ ხელი უნდა შეუწყოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დადებული პირობის შესრულებას.
"როგორც უკრაინის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს NATO-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ხელი უნდა შეუწყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პირობის შესრულებას. ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაყენება ხელს შეუწყობს მათ დაცვას რუსეთის აგრესიისგან", — წერს სენატორი პორტმანი.
ამ სტატიაში ის ასევე წერს, რომ "საარჩევნო, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც უფრო უსაფრთხო მომავლისთვისაა საჭირო".
სენატროები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში 2 ივნისს ჩამოვიდნენ ორპარტიული გზავნილით, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. ვიზიტის ფარგლებში სენატორები საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ. ვიზიტის დასასრულს მათ განაცხადეს, რომ "რუსეთი აგრძელებს საქართველოში, უკრაინასა და ბელორუსში დაშინების პრაქტიკას" და "აშშ კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად და რეფორმების მხარდამჭერად".
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები