5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დატოვო სამადლობელი
რას ნიშნავს მადლობა თქვენთვის?
ყოველდღიურად ალბათ არაერთხელ ამბობთ ამ სიტყვას და თავადაც იღებთ მას. ვახშმობისას ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული პურით დაწყებული, მაღაზიაში მომსახურე პერსონალის გაწეული დახმარებით დამთავრებული — მადლობას ვიხდით სხვადასხვა სიტუაციაში და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მადლიერება ის გრძნობაა, რომელსაც ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც გამღებისთვის, ასევე მიმღებისთვის. თავს უკეთ გრძნობთ, როცა მადლობის გადახდის შემდეგ ორივე იღიმით.
თუმცა, მადლიერების გამოხატვის სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად, სამადლობლის დატოვება. სამადლობელი იგივე "თიფია", რომლის გადახდაც რესტორნებში, კაფეებსა და მომსახურების სხვა ობიექტებში შეიძლება.
და მაინც, რატომ უნდა გადაიხადო სამადლობელი? წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რატომაც უნდა მიეცეს მადლობის გადახდას ასეთი ფორმა.
1. სავალდებულო არაა, არჩევანია
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ სამადლობლის დატოვება "შეიძლება". რა თქმა უნდა, თქვენ არავინ დაგავალდებულებთ, რომ მომსახურების საფასური გადაიხადოთ, რაც არჩევანის საშუალებას გიტოვებთ. ეს მიანიშნებს, რამდენად მოკრძალებული ჟესტია სამადლობლის დატოვება. თუმცა, არ გეგონოთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული დანამუსებაა. უბრალოდ, მადლობის ნიშნად, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დატოვოთ იმდენი, რამდენიც გსურთ. ხოლო რატომ უნდა გადაიხადოთ აუცილებლად, თუკი შესაძლებლობა გაქვთ, ამაზე მეტს შემდეგ პუნქტებში ვისაუბრებთ.
2. გამოხატავთ, რომ ნამდვილად მოგეწონათ
როცა მშობლებს ან ბებია-ბაბუას ვსტუმრობთ და ისინი გემრიელობებით გვიმასპინძლდებიან, ხშირად სხდებიან ჩვენ გვერდით და ღიმილით გვიყურებენ. რასაკვირველია, ისინი არც მადლობის გადახდას ელოდებიან და, მით უმეტეს, არც "თიფს". უბრალოდ, სურთ, გაიგონ, რომ მათი ნახელავი ნამდვილად მოგეწონათ.
ასევეა მომსახურების ობიექტებშიც. იქ ყველას სურს, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. შესაბამისად, თუკი კერძიც, მომსახურებაც და ატმოსფეროც მოგეწონათ, მადლობასთან ერთად სამადლობელიც შეგიძლიათ გადაიხადოთ,
3. სხვის შრომას აფასებთ
თუკი მიმტანად არასდროს გიმუშავიათ, ალბათ არც ის გეცოდინებათ, რამდენად შრომატევადი საქმეა ეს. როცა რესტორანში ან კაფეში მიდიხართ, მიმტანები ღიმილით გხვდებიან და მენიუს გთავაზობენ, შემდეგ კი, შეკვეთაც მოაქვთ, თუმცა, არ გეგონოთ, რომ საქმე მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ისინი ობიექტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მიდიან, რომ მომხმარებლებს სასიამოვნო გარემო დაახვედრონ. შესაბამისად, გადახდილი სამადლობლით აფასებთ იმასაც, რაც ხშირად და ბევრისთვის, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი რჩება.
4. "მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ"
ეს ალბათ ერთგვარად წინა პუნქტიც გაგრძელებაცაა, თუმცა, აუცილებელია, რომ სანამ სხვა ადამიანის საქმეზე შეხედულებას ჩამოიყალიბებთ, თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ, ან, როგორც ინგლისურად ამბობენ, "სხვისი ფეხსაცმელები ჩაიცვათ".
- "მაგათ ხომ ისედაც უხდიან" — ბევრისთვის სამადლობელი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
- "რას მეცხვირებოდა, რატომ უნდა დავუტოვო სამადლობელი" — შენამდე ბევრ საქმესა და სტრესთან გამკლავება მოუწია.
- "საშინლად მომემსახურა, არ იმსახურებს" — თუ რამე არ მოგეწონათ, შეგიძლიათ, პირდაპირ, ზრდილობის ფარგლებში უთხრათ და მისი "დასჯა" შემოსავლის მოჭრით არ გადაწყვიტოთ.
- "რატომ უნდა გადავიხადო, მე არ მიხდიან" — სავარაუდოდ, სხვა სფეროში ხართ დასაქმებული, სადაც ანაზღაურების მსგავსი ფორმა არ მოქმედებს.
- "სავალდებულო არაა, რატომ უნდა გადავიხადო" — ბევრი რამ არ არის სავალდებულო, თუმცა, სასურველია.
- "ცუდი მომსახურების გამო თუ ახლა არ გადავიხდი, მომავალში გამოსწორდებიან" — კვლავაც განვმეორდებით: ყველაფერს ჯობს, პირდაპირ, როგორც იტყვიან, მიკიბ-მოკიბვის გარეშე უთხრათ პასუხისმგებელ პირს შენიშვნა, რომელსაც, დარწმუნებული იყავით, გაითვალისწინებენ.
5. ასე სხვისი დღის გახალისებაც შეგიძლიათ
მოკლედ, ზემოთ ჩამოთვლილი "არგუმენტებით" ალბათ მიხვდებოდით, რომ მიმტანებს დღის განმავლობაში ბევრი სხვადასხვაგვარი ხასიათის და დამოკიდებულების მქონე ადამიანთან გამკლავება უხდებათ. თუკი, ღიმილი დროის უდიდესი ნაწილის განმავლობაში თქვენ არ შეგხვდათ და მიმტანიც "დაცხვირული" დაგხვდათ, დიდი ალბათობით, სულ ახლახან ჰქონდა უსიამოვნო გამოცდილება.
თუ გადაწყვეტთ, რომ როგორც მოწყენილი მეგობარი, ისე გაამხიარულოთ, ან, უბრალოდ, სოლიდარობა გამოხატოთ მის მიმართ, სამადლობლის დატოვება ამისთვის შესანიშნავი გზაა.
ბონუსი: "რასაცა გასცემ, შენია..."
დასაწყისში უკვე ვახსენეთ, რომ მადლობის გადახდა ორმაგი სარგებლის მომტანია. არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ მადლიერების გამოხატვა ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
თანაც, როცა იმ რესტორანს ან კაფეს, სადაც სამადლობელი დატოვეთ, კიდევ ერთხელ ესტუმრებით. დარწმუნებული იყავით, რომ წინაზე უკეთესი გამოცდილება გელოდებათ.
სამადლობლის გადასახდელად საქართველოს ბანკი შესანიშნავ გზას გთავაზობთ — თუკი "თიფის" დატოვება გსურთ, თუმცა ნაღდი ფული თან არ გაქვთ, გადახდას უნაღდო ანგარიშსწორებით, სპეციალურად ამ ფუნქციის მქონე ტერმინალით შეძლებთ.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
კომენტარები