კინოცენტრის ჟიურის წევრმა საკონკურსო სცენარი შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეაფასა
მოქალაქე ნოდარ ნოზაძე ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ფილმის - არმატურის სცენარის შეფასების შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც ჟიურის წევრის მიერ პროექტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არის შეფასებული:
"სცენარის კითხვისას ხან ვარწ-ევდი, ხან ვი-ვავდი. დარწმუნებული ვარ, ავტორი კმაყოფილი იქნება იმ ემოციებით, რაც სცენარმა ჩემში გამოიწვია".
თავად ნოზაძე თავის Facebook გვერდზე წერს:
"დღეს ცხოვრებაში პირველად გამოვითხოვეთ კინოცენტრიდან შეფასებები, მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა, ასე აფასებენ მონაწილეებს კინოცენტრის ჟიური".
აღნიშულ ჟიურიში ვაჟა გიგაშვილი, რამაზ ხოტივარი, ეთერ ოკუჯავა, ირაკლი ფანიაშვილი, თამარ ფოცხიშვილი, რუსუდან პირველი და ირაკლი სოლომანაშვილი შედიოდნენ.
მოგვიანებით ეროვნული კინოცენტრი ჟიურის ერთ-ერთი წევრის მიერ არმატურის შეფასებისას გაკეთებულ წერილობით კომენტარს გამოეხმაურა და ბოდიში მოუხადა კონკურსის მონაწილეებს იმის გამო, რომ ჟიურის წევრის არაეთიკური ჩანაწერი სათანადოდ არ გაკონტროლდა და მოხვდა მიღებულ საბუთებში:
"ეროვნულ კინოცენტრს კანონით არ აქვს უფლება გაასაჯაროვოს ჟიურის ამ წევრის ვინაობა, თუმცა კინოცენტრი იმედს იტოვებს, რომ ის თავად მოუხდის ბოდიშს ამ შეფასების გამო პირველ რიგში პროექტის ავტორებს და შემდეგ მთელ კინოსაზოგადოებას. კინოცენტრი მიიჩნევს, რომ ჟიურის წევრები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მიუდგნენ პროექტების ავტორებს, არსებობს ასევე ჩვენ მიერ შემუშავებული ეთიკის ნორმები, რომელსაც კონკურსამდე ხელს აწერს საექსპერტო კომისიის ყველა წევრი".
ეროვნული კინოცენტრის მიერ 2016-2017 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში 17 პროექტი იყო წარმოდგენილი, საიდანაც მხოლოდ 2 პროექტი - ნამე და ჰორიზონტი დაფინანსდა. დაფინანსებულ ფილმებს შორის ვერ მოხვდა არმატურა, რომლის დირექტორი თავად ნოდარ ნოზაძეა. ფილმის რეჟისორი - გიორგი ცქვიტინიძე, ხოლო პროდიუსერი შპს პანსიონატია.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები